From : manana eliashvili <mananaelia@yahoo.com>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Keti Gigineishvili <keti_gigineishvili@yahoo.com>
Subject : Fw: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მუშაობა კორონავირუსის პანდემიისას:
Received On : 27.03.2020 14:52



----- Forwarded Message -----
From: manana eliashvili
To: Ekaterine Adamia
Sent: Monday, March 23, 2020, 04:47:12 PM GMT+4
Subject: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მუშაობა კორონავირუსის პანდემიისას:

ქალბატონო ეკა,
ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებთან (ამბულატორია, მობილური) დაკავშირებით წარმოგიდგენთ მოსაზრებებს და წინადადებებს, ასევე გთხოვთ განმარტებებს გარკვეულ პრიობლემურ საკითხებთან დაკავშირებით:  . 

   1.       ამბულატორიულ მომსახურება -  სოციალური დისტანცირების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ამბულატორიაში გეგმიუირ პაციენტთა ვიზიტები. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად გატარდეს შე4მდეგი ღონისძიებები:

1.1.  პაციენტებთან აქტიურად იქნას გამოყენებული ექიმი-ფსიქიატრის და მკურნალობაში ჩართული  სხვა სპეციალისტების სატელეფონო და/ან ონლაინკონსულტაციები, რის შემდეგაც საჭიროების მიხედვით მოხდეს ექიმი-ფსიქიატრის მიერ მედიკამენტოზური მკურანალობის  დანიშვნა.

1.2.  სატელეფონო და/ან ონლაინკონსულტაციებისას დაიგეგმოს პაციენტის ვიზიტი ამბულატორიულ დაწესებულებაში ( დაწესებულებები რომლებსაც აქვთ საკუთარი ავტორიზებული აფთიაქი) მედიკამენტების მისაღებად.

1.3.  სატელეფონო და/ან ონლაინკონსულტაციებისას დაიგეგმოს პაციენტის ვიზიტი ამბულატორიულ დაწესებულებაში (რომლებსაც არა აქვთ საკუთარი ავტორიზებული აფთიაქი და მედიკამენტებით უზრუნველყოდფა ხდება სხვა აფთიაქებიდან) რეცეპტების მისაღებად.

1.4.  დაწესებულებებმა წინასწარ უზრუნველყოს მედიკამენტების მისაღებად დაბარებული პაციენტებისათვის დანიშნული მედიკამენტების  გამზადება/ დაფასოება და უსაფრთხოების წესების დაცვით მედიკამენტების გაცემა.

1.5.  პაციენტებთან, რომლებთანაც ვერ ხერხდება ან არასაკმარისია (ვერ მოხდა ფსიქიკური მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება, გადაუდებელი შემთხვევები და სხვა)სატელეფონო/ონლაინ კონსულტავციები, ასევე პირველადი ვიზიტები,  ექიმთან კონსულტაციები მოხდება, ამბულატორიულ დაწესებულებებში, უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით.

1.6.  ბინაზე ვიზიტები განხორციელდეს უკიდურეს შემთხვევებში, ვიზიტამდე შესაწავლილ იქნეს ეპიდემიოლოგიური ანამნეზი დაგამოკითხვა ვირუსის დამახასიათებელ ჩივილების არსებიბა.

1.7.  ნებადართულად ჩაითვალოს პაციენტებისთვის მედიკამენტებით არაუმეტეს 3 თვის მარაგით უზრუნველყოფა

1.8.  ფინანსური ანგარიშგებითვის სპეციალისტების  მიერ პაციენტისთვის გაწეული სატელეფონო /ონლაინ კომსულტაციები გაუთანაბრდეს  პაციენტის ვიზიტს ექიმთან (ან სხვა სპეციალისტთან) და შესაბამისად იქნას ასახული ფორმა#25-ში გაკეთებულ სამედიცინო ჩანაწერებში და საანგარიშგებო ჩანაწერებში.

  2.        სათემო მობილური გუნდების მომსახურება

2.1.  მაქიმალურად შემცირდეს მობილუირი გუნდების სპეციალისტების ბინაზე ვიზიტები და აქტიურად იქნას გამოყენებული მობილური გუნდის სპეციალისტების სატელეფონო და/ან ონლაინ კონსულტაციები.

2.2.  ბინაზე ვიზიტები უნდა განხორჩიელდეს სატელეფონო/ონლაინ კონსულატციების შედეგად დანიშნული მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით და/ან სატელეფონო/ონლაინ კონსულატციებისას გამოვლენილი გადაუდებელი მდგომარეობის სამართავად.

  3.      შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი კიდევ ერთხელ შევეხები ამ თემას

სამედიცინო დაწესებულებებში თავს იყრიან მოქალაქეები, რომლებსაც ესაჭიროებათ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭება/ გადამოწმება, რაც დამატებით  ზრდის  ინფექციის გავრცელების რისკს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოების მოწყვლადი ფენაა და რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან

აღნიშნულიდან გამომდინარე იქნებ მოხდეს საკითხის განხილვა, რომ  გარკვეული პერიოდით გადაიდოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის გადამოწმება (და არა მინიჭება). რაც გარკვეულად შეამცირებს სამედიცინო დაწესებულებებში პაციანტთა მომართვიანობას და შეზღუდავს მათ ქუჩაში გადაადგილებასაც

 4.      კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში!!!

„რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს“ აქვს ორი ამბულატორიული კაბინეტი მარნეულსა და ბოლნისში.სამედიცინო პერსონალის  უმრავლესობა მარნეულსა და ბოლნისში ჩადის რუსთავიდან და თბილისიდან. ექიმის დანიშნული მედიკამენტების გაცემა კი ხორციელდება ადგილზე, საცალო ვაჭრობის აფთიქებიდან (პსპ, ფარმადეპო). ასე ამ რაიონებში მუშაობს დაწესებულების ორი მობილური გუნდი.  კარანტინის პირობებშიც, სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციები პაციენტებთან განხორციელდება ისე როგორც ყველგან. სერიოზული პრობლემები დგება პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის,ასევე რაიონის ფარგლებში პაციენტთა გადაადგილების კუთხით.  

პაციენტების მედიკამენტების  გარეშე დატოვება სავარაუდოთ გამოიწვევს მათი ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავებას,  ზოგიერთ შემთხვევებში კი სტაციონირების აუცილებლობას.  კარანტინის ზონიდან გადმოყვანილი პაციენტების სტაციონირებბა კი სად და როგორ მოხდება ეს ცალკე დიდი პრობლემაა!!!

მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ როგორ ვიმოქმედოთ აღნიშნულ  სიტუაციაში.


 5.      სტაციონარული სამსახური 

ფსიქიატრიული სტაციონარული სამსახური დაუცველია კორონავირუსის შესაძლო შემთხვევბის  გავრცელებისგან.  ბოლო პერიოდში იყო ცალკეული შემთხვა, როცა სასწარაფო დახმარების ბრიგადას (მიუხედავათ ჩვენი თხოვნისა ადგილზე გაეზომათ ტემპერატურა) სტაციონარში მოყავდათ პაციენტები, რომლებსაც შემოსვლის მომენტში აღენიშნებოდა ტემპერატურა, აღნიშნულ სიტუაციას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ პაციენტებისგან ეპიდ ანამნეზის შეგროვება არის გაძნელებული. 
სტაციონარების უმრავლესობას არ აქვს რესურსი (ცალკე პალატები, აღჭურვილობა) მოახდინოს შემოსული, თუნდაც საეჭვო (ვირუსის გამაფრთხილებელი ნიშნები) შემთხვევების იზოლირება. ცალკე პრობლემაა საკმარისი რაოდენობით ნიღბების, თუ სხვა  დამცავი ტანსაცმელის და აღჭურვილობის ნაკლებობა.  არ გვაქვს მკაცრი ინსტრუქციები, როგორ ვიმოქმედოთ კრიზისულ სიტუაციებში .

წინასწქარ გიხდით მადლობას, იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ თანამშრომლობისათვის. 

პატივისცემით

მანანა ელიაშვილი