| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: WHO-ILO კონსულტაციებთან დაკავშირებით |
| Received On : | 19.03.2020 08:21 |
| Attachments : |
From: Nana Kavtaradze
Sent: Thursday, March 19, 2020 12:14 PM
To: Maia Nikoleishvili
Cc: Nana Mebonia
Subject: FW: WHO-ILO
მაიკო,
ჯობს ეს საკითხი პირველყოვლისა ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოსთან გაიაროთ, შემდგომი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით.
თუ მათგან დელეგირება ჩვენს ცენტრზე მოხდა, თემის მიხედვით ჩვენგან შემიძლია გირჩიოთ ქრონიკული დაავადებებისა და ტრავმატიზმის სამმართველოს უფროსი ქალბატონი ნანა მებონია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ცენტრის ჩართულობის დონეს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში - სავარაუდო საკონტაქტო პირს, რომლის მონაცემებს საბოლოო შეთანხმების შემდეგ მოგაწვდით.
პატივისცემით,
ნანა
From: Maia Nikoleishvili [mailto:mnikoleishvili@moh.gov.ge]
Sent: Thursday, March 19, 2020 11:54 AM
To: Nana Kavtaradze
Subject: FW: WHO-ILO კონსულტაციებთან დაკავშირებით
ნანა,
გიგზავნი საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება ხანგრძლივი სამუშაო საათებით გამოწვეული გულის იშემიური დაავადებებისა და ინსულტის შესახებ WHO/ILO-ს მიერ ერთობლივად შემუშავებულ დოკუმენტის შეფასებას წევრი ქვეყნების მხრიდან.
გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ საკითხის კოორდინაციაში და მოგვაწოდოთ საკონტაქტო პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შესაბამის კონსულატციებში.
მადლობა წინასწარ.
საუკეთესო სურვილებით,
მაიკო
From: Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>
Sent: Thursday, March 19, 2020 10:16 AM
To: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Cc: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>
Subject: WHO-ILO კონსულტაციებთან დაკავშირებით
მოგესალმებით,
გიგზავნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებულ წერილს, რომელიც ეხება კონსულტაციებს სამუშაო პროცესით განპირობებულ დაავადებებთან/დაზიანებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ერთობლივი შეფასებების თაობაზე.
წერილს თან ერთვის WHO-ს გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის დეპარტამენტიდან მიღებული მონაცემები საქართველოს თაობაზე და დამხმარე დოკუმენტი, რომლის მიზანია ხანგრძლივი სამუშაო საათებით გამოწვეული გულის იშემიური დაავადებებისა და ინსულტის შესახებ ერთობლივ შეფასებებზე წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების ხელშეწყობა.
საუკეთესო სურვილებით,
Nino Kovziridze
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03
0118, Tbilisi, Georgia
4, Shio Chitadze Street