From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Nia Khachidze <nkhachidze@moh.gov.ge>
Subject : FW: TAIEX-ის ინსტრუმენტი_E-HEALTH
Cc : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Received On : 08.07.2020 06:54
Attachments :

მოგესალმებით,

გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება ელექტრონული ჯანდაცვის მიმართულებით საჭიროებების იდენტიფიცირების საკითხს და ამ მიმართულებით TAIEX-ის ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას.

გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონულ ჯანდაცვასთან დაკავშირებული კითხვარი (https://ec.europa.eu/eusurvey/runner/WorkFromHomeSurveyoneHealth) 2020 წლის 29 ივლისამდე.

პატივისცემით,

მაიკო

 

From: David Bujiashvili
Sent: Tuesday, July 7, 2020 5:35 PM
To: Maia Nikoleishvili ; Tinatin Khardziani
Cc: Nino Grdzelishvili ; Bondo Meskhi
Subject: TAIEX-ის ინსტრუმენტი

 

კოლეგებო მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული კრიზის პერიოდში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მიზნით, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატი (DG NEAR), ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად მუშაობს საჭიროებების იდენტიფიცირებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ელექტრონული მმართველობა, კიბერუსაფრთხოება, ტელეკომუნიკაციები, ელექტრონული განათლება და ელექტრონული ჯანდაცვა.

 

აღნიშნული ინიციატივის მიზანია იმ პრობლემების ინდენტიფიცირება, რომლებსაც პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აწყდებიან COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული კრიზის პერიოდში. კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით შესაძლებელი იქნება გამოაშკარავდეს პრობლემური საკითხები და TAIEX-ის ინსტრუმენტის გამოყენებით მოკლე ვადებში დაიგეგმოს შესაბამისი აქტივობები პარტნიორი ქვეყნების უწყებების მხარდასაჭერად.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გიგზავნით ელექტრონულ ჯანდაცვასთან დაკავშირებული კითხვარის ბმულს (https://ec.europa.eu/eusurvey/runner/WorkFromHomeSurveyoneHealth) და მოგმართავთ თხოვნით, დაუგზავნოთ თქვენი უწყების შესაბამისი სამსახურებს, 2020 წლის 29 ივლისამდე შესავსებად.

 

პატივისცემით,

 

დავით ბუჯიაშვილი

 

 

David Bujiashvili

 

Head of the EU Assistance Coordination and Sectorial Integration Department

Directorate General for European Integration

Ministry of Foreign Affairs

Tel: (+995) 32 2 94 50 00- ext. 3200

+995 577100507

 

gerbi