| From : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: Social Charter |
| Cc : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 18.02.2019 06:02 |
| Attachments : |
ქალბატონო მარინა, ნუცი, დილა მშვიდობის !
გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილს, რომელიც შეეხება ევროპის საბჭოს GR-SOC-ის შეხვედრას და ანგარიშს, სადაც საქართველოა ნახსენები. საკითხები ძირითადად ეხება სოციალურ დაცვას და ჯანდაცვას.
ჩვენგან ითხოვენ აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულ საკითხებზე პოზიციას სხდომაზე გასაჟღერებლად.
პატივისცემით | Respectfully
ლიკა კლიმიაშვილი | Lika Klimiashvili
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროსი | Head of the Labour Relations and Social Partnership Division at the Labour and Employment Policy Department
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi, 0119; Georgia
ოფისი:| Office: +995 (0322) 251 00 11 (1507)
მობ: | Cell: +995 (595) 97 77 44
ელ. ფოსტა:| E-mail: lklmiashvili@moh.gov.ge
From: Megi Makharadze
Sent: 15 February, 2019 17:38
To: Elza Jgerenaia
Cc: Lika Klimiashvili
Subject: Social Charter
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2018 წლის 12 დეკემბერს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გაიმართა სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის (ECSR) I, II, III და V ჯგუფებში ვაკანტური წევრების არჩევნები. დღევანდელი დღის წესრიგით საქმე შეეხება მე-5 ჯგუფის არჩევნებს, ვინაიდან V ჯგუფში არსებულ 3 ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ ორი კანდიდატურა იქნა წარდგენილი, (მოგეხსენებათ არჩევნებზე გაიმარჯვა თურქეთისა და რუსეთის ფედერაციის კანდიდატებმა, დარჩენილია 1 ვაკანტური ადგილი) დარჩენილ ერთ ვაკანტურ ადგილას კანდიდატურების წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 2019 წლის 31 იანვრამდე. აღნიშნულ ვადაში, V ჯგუფში არსებულ ერთ ვაკანტურ ადგილას კანდიდატურები წარადგინა ორმა ქვეყანამ - მოლდოვამ (კანდიდატი Ms Tatiana PUIU) და აზერბაიჯანმა (კანდიდატი Mr Vugar HASANOV). ამასთან, ორივე მათგანმა წერილობით მოგვმართა მხარდაჭერის თხოვნით. ინფორმაციისთვის გიგზავნით მოლდოვისა და აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენლობებისაგან მიღებულ ნოტებს შესაბამისი დანართებით, ასევე, სამდივნოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს CM (2019)39-addE.
აღნიშნული საკითხი GR-SOC-ის 28 თებერვლის დღის წესრიგშია შეტანილი, ხოლო არჩევნები მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1339-ე სხდომაზე, მ.წ. 6 მარტს გაიმართება.
ამასთან დაკავშირებით, გიგზავნით 28 თებერვალს დაგეგმილი GR-SOC-ის დეტალურ დღის წესრიგს (დღის წესრიგი და ყველა სამუშაო დოკუმენტი განთავსებულია ევროპის საბჭოს ვებ-გვერდზე https://www.coe.int/en/web/cm/february-2019, GR-SOC შეხვედრის საქაღალდეში).
საყურადღებოა დღის წესრიგის საკითხები:
c. Governmental Committee of the European Social Charter and the European Code of Social Security
i. Abridged report concerning Conclusions XXI-2 (2017) of the 1961 European Social Charter
ii. Abridged report concerning Conclusions 2017 of the European Social Charter (revised)
დანართის სახით ასევე გიგზავნით ორივე Abridged Report-ს, სადაც ნახსენებია საქართველო. განსაკუთრებით საგულისხმოა ii. Abridged report concerning Conclusions 2017 of the European Social Charter (revised) CM(2019)45, სადაც საქართველო რამდენიმე ადგილას გვხდება (მათ შორის, მაგალითად:
“GEORGIA
Article 12§3
• The launching of a Universal Healthcare Programme in February 2013, by virtue of which the personal coverage of health care has been significantly extended, from 29.5% of the population in 2010, to 100% after 2013. The Universal Healthcare Programme covers the basic package of planned and emergency in- and out-patient clinical care, including oncology and maternity services;
• The extension, in 2013, of paid maternity leave from 126 to 183 days (and from 140 to 200 days in case of complications) and the increase of minimum maternity benefits from GEL 600 to GEL 1000 (€382 at the rate of 31/12/2015)”
“Article 11 – The right to protection of health
Article 11§1 – to remove as far as possible the causes of ill-health
GEORGIA
• The measures taken to reduce infant and maternal mortality have been insufficient”
“Article 12 - Right to social security
Article 12§1 – To establish or maintain a system of social security
GEORGIA
· the number of risks covered by the system of social security is inadequate, as there is no provision for family benefits, unemployment benefits or work injuries/occupational diseases benefits.”)
გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, GR-SOC შეხვედრაზე გასაჟღერებლად ან/და გასათვალისწინებლად. ასევე, შეგვატყობინოთ დღის წესრიგის სხვა რომელიმე საკითხთან დაკავშირებით ხომ არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად გარკვეული მოსაზრების/პოზიციის დაფიქსირება.
საუკეთესო სურვილებით,
Megi Makharadze
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Division of the Council of Europe
Department of International Organizations
Sh. Chitadze str. 4, 0118 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 2945-000 (ext. 18-09)