From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : FW: Regional Conference on population dynamics and policies/UNFPA/ 14 June, Tbilisi
Received On : 27.05.2019 08:27
Attachments :

For your files.

 

From: Lela Bakradze [mailto:bakradze@unfpa.org]
Sent: 27 May, 2019 12:21
To: Tamar Gabunia
Cc: Sopo Belkania
Subject: Regional Conference on population dynamics and policies/UNFPA/ 14 June, Tbilisi

 

ძვირფასო თამარ, მოგესალმებით,

 

მოხარული ვარ გაცნობოთ, 2019 წელი გამორჩეულია იმით, რომ ამ წელს მსოფლიო აღნიშნავს მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის მიღების 25-ე წლისთავს და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაარსებიდან 50-ე წლისთავს. ასევე, 2019 წელს, 20 წელი სრულდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მოღვაწეობისა ქვეყნის განვითარების ხელშესაწყობად.

 

ამა წლის 14 ივნისს, სასტუმრო მეტეხი გრანდ პალასში, UNFPA საქართველოს ოფისი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამ მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, აწყობს რეგიონალურ კონფერენციას მოსახლეობის დინამიკასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხებზე. აღნიშნული რეგიონული დიალოგი და მის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები ICPD 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ნაირობის გლობალური სამიტისათვის (ICPD25) მზადებას ემსახურება. თანდართული გთხოვთ იხილოთ კონფერენციის კონცეფციისა და დღის წესრიგი.

კონფერენციაზე ველით სამთავრობო დელეგაციებს (მინისტრების მოადგილეების დონეზე) სომხეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, სერბიიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, გაეროს სააგენტოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელებს, დარგის წარმყვან ექსპერტებს და მეცნიერებს.

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს რეზოლუციით მიიღო პოლიტიკის დოკუმენტები დემოგრაფიული უსაფრთხოების და მოსახლეობის დაბერების შესახებ (თანდართულია თქვენი ინფორმაციისათვის);

ჯანდაცვის სამინისტრო, მისი მანდატიდან გამომდინარე,  საკვანძო როლს ასრულებს ორივე პოლიტიკის (ასევე,  დაბერების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის) განხორციელების საქმეში, რადგან მოსახლეობის რეპროდქუციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება, არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მართვა, ოჯახების მხარდამჭერი სოციალური პროგრამები, ახალგაზრდების და ხანდაზმულების საჭიროებაზე მიმართული პროგრამები და ა.შ. - ამ პოლიტიკების განხორციელების ქვაკუთხედია.  

 

ამიტომ, მოხარულნი ვართ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სახელით თქვენ მიესალმებით კონფერენციის მონაწილეებს და გექნებათ შესაძლებლობა ხაზი გაუსვათ სამინისტროს პრიორიტეტებს ამ პოლიტიკების განხორციელების საქმეში

 

მზად ვარ ვუპასუხო თქვენს კითხვებს და მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, თქვენი შეხედულებისამებრ.

 

კიდევ ერთხელ, დიდ მადლობა გიხდით თანამშრომლობისათვის და ველი თქვენს გამოხმაურებას

 

 

პატივისცემით და გულთბილი მოკითხვებით,

 

ლელა

Ms. Lela Bakradze

Assistant Representative

UNFPA Country Office in Georgia

O: + 995 32 225 11 26 (ext 142) 
M+995 591174174
Skype: lelabakradze

Webgeorgia.unfpa.org  
Facebook
UNFPA.Georgia   
Twitter:  UNFPAGeorgia