| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: PAR ტექნიკური დახმარების პროექტი - მმართველი კომიტეტის შეხვედრა_21 მაისი, 12:00 |
| Cc : | Elza Telia <etelia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Tamar Basilia <TBasilia@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| Received On : | 10.05.2019 11:15 |
| Attachments : |
ქალბატონო თამუნა,
მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 21 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (შეხვედრების ოთახი #1) გაიმართება საჯარო მმართველობის რეფორმის (Public Administration Reform - PAR) მმართველი კომიტეტის შეხვედრა (მინისტრის მოადგილეების დონეზე).
აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, საჯარო მმართველობის რეფორმაში ჩართულ უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან გამართული შეხვედრების საფუძველზე მომზადებული ანგარიში, ასევე იგეგმება პროექტის 6 თვის სამუშაო გეგმის დამტკიცება.
გიგზავნით პირველადი ანგარიშის (Inception Report) პროექტს სამინისტროს კომენტარებით/შენიშვნებით, რომელიც განიხილება 14 მაისს, სამუშაო ჯგუფის ფორმატში.
თუ გექნებათ დამატებითი შენიშვნები/კომენტარები, გთხოვთ, გაგვიზიაროთ, მთვრობის ადმინისტრაციის შემდგომი ინფორმირების მიზნით.
პატივისცემით,
მაიკო
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
Analytics, HR Management and International Relations Department
Ministry of IDPs from occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge
From: Sopo Belkania
Sent: Tuesday, May 7, 2019 5:22 PM
To: Maia Nikoleishvili
Subject: FW: PAR
გთხოვ დააგზავნო ეს დოკუმენტი შესაბამის დეპარტამენტებში და მოადგილესთან,10 მაისამდე უნდა გავუგზვანოთ პასუხი. 14 მაისს მე ვერ წავალ რადგან არ ვიქნები თბილისში და თუ შეგიძლია რომ მოინიშნო შენ.
ასევე მეორე მეილიც მომივიდა ამასთან დაკავშირებით - „გაცნობებთ, რომ 21 მაისს 12:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (შეხვედრების ოთახი #1) გაიმართება მმართველი კომიტეტის შეხვედრა (მინისტრის მოადგილეების დონე), სადაც მოხდება აღნიშნული ანგარიშის განხილვა და პროექტის 6 თვის სამუშაო გეგმის დამტკიცება.
გთხოვთ, კომიტეტის შეხვედრაში თქვენი მონაწილეობა დაგვიდასტუროთ არაუგვიანეს 17 მაისისა.
დანართის სახით, გიგზავნით ტექნიკური დახმარების ექსპერტთა მიერ მომზადებულ ანგარიშს. „
როგორც მახსოვს თამუნა არის ამ კომიტეტში.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: PAR Council Secretariat [mailto:parcouncil@gov.ge]
Sent: Monday, May 6, 2019 5:11 PM
To: Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; tamar.zedginidze@mepa.gov.ge; ttsulukidze@mes.gov.ge; tsisnami@moesd.gov.ge; Zurab Sanikidze <zsanikidze@justice.gov.ge>; Lana Morgoshia <lmorgoshia@justice.gov.ge>; 'Irina Aghapishvili' <iaghapishvili@csb.gov.ge>; dbujiashvili@mfa.gov.ge; imaisaia@dea.gov.ge; mkapanadze@sda.gov.ge
Cc: Nino Sarishvili <nsarishvili@gov.ge>; Ketevan Tsanava <ktsanava@gov.ge>; Lili Lezhava <lililezhava@gov.ge>
Subject: PAR ტექნიკური დახმარების პროექტი - მმართველი კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საჯარო მმართველობის რეფორმის (Public Administration Reform - PAR) მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი. აღნიშნულის ფარგლებში ჩამოყალიბდა პროექტის მმართველი კომიტეტი, რომელშიც მონაწილეობს მინისტრის მოადგილეთა დონე. ასევე, შეიქმნა მმართველი კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შესაბამის უწყებათა დეპარტამენტის უფროსები იქნებიან წარმოდგენილნი.
როგორც მოგეხსენებათ, ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტთა ჯგუფმა გამართა გაცნობითი და ინდივიდუალური შეხვედრები საჯარო მმართველობის რეფორმაში ჩართულ უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რის საფუძველზეც მომზადდა საწყისი ანგარიში (Inception Report), რომელიც არსებული სიტუაციის აღწერასა და სამუშაო გეგმის პროექტის მონახაზს გულისხმობს.
გაცნობებთ, რომ 14 მაისს 12:30 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (შეხვედრების ოთახი #1) გაიმართება მმართველი კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოხდება აღნიშნული ანგარიშის განხილვა.
დანართის სახით, გიგზავნით ტექნიკური დახმარების ექსპერტთა მიერ მომზადებულ ანგარიშს.
გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოგვიდგინოთ შენიშვნები და კომენტარები ანგარიშთან დაკავშირებით და ასევე, დაგვიდასტუროთ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში თქვენი მონაწილეობა არაუგვიანეს 10 მაისის 15:00 საათისა.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საჯარო მმართველობის რეფორმის სამდივნოს.
NB! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე.
პატივისცემით,
საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამდივნო T: 032990900, (1112), (2081) |