| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: OGP საკოორდინაციო საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის წევრად კანდიდატურების წარდგენის თაობაზე |
| Cc : | natia chitanava <nchitanava@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Khatuna Chachava <khchachava@moh.gov.ge>; Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 02.03.2020 12:11 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი, მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ქალბატონი მინისტრის გადაწყვეტილებით ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრად დასახელდა თქვენი კანდიდატურა.
საბჭოს მიზანია ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის პროექტისა და შესრულების ანგარიშების განხილვა და სხვ. გთხოვთ, იხილოთ თანდართული მთავრობის დადგენილება.
2019 წლის გეგმაში ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული იყო სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მიზნით 2021 წლისთვის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება.
ვინაიდან, აღნიშნული ღონისძიება განგრძობადია, ეს ვალდებულება 2020 წლის გეგმაშიც აისახება. ამას გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულია დამატებით 2 ვალდებულება.
ვალდებულება 4: ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული სტანდარტის გაძლიერება
ვალდებულება 6: ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველყოფა
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული ვალდებულებების გათვალისწინების მიზანშეწონილობის თაობაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილია საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის/ფორუმის წევრად დეპარტამენტის/სამმართველოს უფროსის დასახელება.
გთხოვთ, თქვენს გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის/ფორუმის წევრად კანდიდატურის დასახელების თაობაზე.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0802)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge
From: Maia Nikoleishvili
Sent: 27 February, 2020 17:39
To: Ekaterine Adamia; Ketevan Goginashvili; Khatuna Chachava; Nino Vardia; Ana Darakhvelidze; Tea Gvaramadze
Cc: tikhardziani@gmail.com
Subject: FW: OGP ახალი სამოქმედო გეგმა - არასამთავრობოთა ინიციატივები (MoIDPLHSA)
Importance: High
მოგესალმებით,
გიგზავნით მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება ღია მმართველობა საქართველოს 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების საკითხს.
თანდართულ დოკუმენტში წარმოდგენილია სამოქალაქო საზოგადოებრივ მიერ შემოთავაზებული ინიციატივები/ვალდებულები აღნიშნულ გეგმაში ასახვის მიზნით.
ვალდებულება 4: ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული სტანდარტის გაძლიერება
ვალდებულება 6: ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველყოფა
ვალდებულება 9: სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება
გთხოვთ, განიხილთ თანდართული დოკუმენტი და 5 მარტამდე მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია აღნიშნულ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
თუ სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებული ვალდებულებები არ არის მისაღები ან საჭიროებს მოდიფიცირებას, გთხოვთ, წარმოადგინოთ არგუმენტაცია/ჩასწორებული ვერსია “track change” ფორმატში.
პატივისცემით,
მაიკო
From: OGP Georgia <ogpgeorgia@gov.ge>
Sent: 24 February, 2020 15:16
To: Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
Cc: Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Ketevan Tsanava <ktsanava@gov.ge>
Subject: OGP ახალი სამოქმედო გეგმა - არასამთავრობოთა ინიციატივები (MoIDPLHSA)
კოლეგებო, მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 13 თებერვალს საქართველოს მთავრობის N110 დადგენილებით დამტკიცდა ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება და შემადგენლობა (იხ. თანდართული დოკუმენტი). მთავრობის ადმინისტრაციამ დაიწყო ღია მმართველობა საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
გიგზავნით რეკომენდაციებს, რომელთა განხორციელებისთვის სავარაუდო წამყვან უწყებად თქვენ მოიაზრებით. გთხოვთ, გაეცნოთ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, კვირის ბოლოსთვის გვაცნობოთ თქვენი უწყების პირველადი პოზიცია რამდენად შესაძლებელია წარმოდგენილი შეთავაზებები ვალდებულებად ჩამოვაყალიბოთ ახალ გეგმაში.
აქვე, ჩვენი გეგმაა შემოსული რეკომენდაციები გავიაროთ შესაბამის უწყებებთან, განვიხილოთ პოზიციები და შინაარსობრივად ეს ყველაფერი წარვადგინოთ OGP საბჭოს პირველ სხდომაზე მარტში.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.
პატივისცემით,
ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია T: 032990900, (2081) |