| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: MENTAL Health: Infrastructure Development Projects |
| Cc : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 30.04.2019 13:08 |
ქეთი
ეს წერილი ვფიქრობ გამოგადგება ფსიქიკური ჯანმრთელობის საბჭოსთვის ინფორმაციის მოსამზადებლად. საბჭო მოვიწვიოთ ორშაბათს 5-ზე. მანამდე განვაახლოთ ბრძანება. დავაცირკულოროთ წევრებს შორის საცხოვრისის სტანდარტი, რაზეც ამჟმად ნათია მუშაობს, ასევე 2019 წლის აღჭურვა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლოა პრიორიტეტები:
ბორითის გადაკეთება საცხოვრისად (2019)
სურამში საცხოვრისის შექმნა (2019)
რუსთავში საცხოვრისის შექმნა (2019-2020)
ბედიანში შენობების მდგრადობის შეფასება და განვითარების პერსპექტივის შესწავლა- განსახილველია შემდეგი ვარიანტები (1) საწოლფონდის სრულად გადაკეთება საცხოვრისად- მცირე ზომის სახლები ერთ ტერიტორიაზე თუ მისაღებია; (2) საწოლფონდის ნაწილის გადაკეთება საცხოვრისად და ნაწილის შენარჩუნება ჰოსპიტალური სერვისებისთვის. ფინანსური რესური 2019 წლის პროგრამაში ბედიანის სრულად გასაახლებლად/ტრანსფორმაციისთვის არ იქნება საკმარისი. ვიმსჯელოთ დაუყოვნებელ ღონისძიებებზე და დაიგეგმოს განვითარების სქემა 2020 წლის პროგრამის ფარგლებში.
თბილისში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისთვის დამატებით შენობის რეაბილიტაცია (ჰოსპიტალური სერვისისთვის) (2019)
გლდანში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის რეაბილიტაცია (2020)
ლანჩხუთის ამბულატორიის ინფრაქტრუქტურა და შესაძლოა საცხოვრისის საკითხის განხილვა (2020)
სხვა პრიორიტეტები 2020 წლის პროგრამისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
დონორის დაფინანსების მოძიების შესაძლებლობა (მაგ. ჩინეთის მთვრობა)
შევიტანოთ დღის წესრიგში ინფორმაცია საფრანგეთის ტექნიკური დახმარების და მოსალოდნელი ვიზიტის თაობაზე.
ეკა, თუ გაქვს სხვა საკითხებიც დავამატოთ მაგ. სომატური პრობლემების მართვა და ქორნიკულ მედიკამანტებზე ხელმისაწვდომობა.
მადლობა!
თ
From: Tamar Gabunia
Sent: 20 April, 2019 10:29
To: Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Cc: ATALAKVADZE@MOH.GOV.GE; lashakiladze@yahoo.com; Teimuraz Pirvelasvili <tpirvelashvili@moh.gov.ge>
Subject: MENTAL Health: For internal discussion
ძვირფასო კოლეგებო,
მინდა გაგიზიაროთ მოკლე შეჯამება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ორგანიზების თაობაზე. უკანასკნელ დღეებში ამ სერვისების განვითარების საჭიროებების შესწავლის საფუძველზე იკვეთება შემდეგი საკითხები, რაც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას:
1. ქრონიკული პაციენტებისთვის საცხოვრისების ჩამოყალიბება:ვფიქრობ ბორითის გადაუდებელი ცენტრის შენობა მცირედი ადაპტაციის შემდეგ იდეალურად შეასრულებს ამ ფუნქციას, სულ მცირე 24 პაციენტისთვის. უნდა შევთანხმდეთ შემდეგ საკითხებზე:
-საცხოვრისის სტანდარტების მომზადება და დამტკიცებლად წარდგენა (ნათია ნოღაიდელი-30 აპრილი)
-ბორითში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისისთვის პროგრამის განფასება (ეკა ადამია -24 აპრილი)
-ბორითი ამჟამად ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ნაწილია, თუმცა სამომავლოდ სერვისების უკეთ კოორდინაციის მიზნებისთვის ვფიქრობ მიზანშეწონილი მისი გადატანა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის (ბ-ნ ლაშას ხელმძღვანელობით) მმართველობის ფარგლებში. თუმცა რა თქმა უნდა რეგიონული ცენტრის ინტერესის შემთხვევაში, შეიძლება ახლანდელი ფორმატის შენარჩუნებაც. (ქ-მარინას ვთხოვ ამ საკითხის თაობაზე კონსულტაციებს შესაბამის მხარეებთან)
2. აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის მომზადება. მნიშვნელოვანია ერთიანობაში განვიხილოთ, როგორც ბედიანის, ასევე სურამის განვითარების პერსპექტივა და შესაძლებლობები. სურამის დაწესებულების ეზოში არის რამდენიმე ძველი შენობა, მიწის საკმაოდ დიდი ზომის ნაკვეთზე, სადაც შესაძლებელია ქრონიკული პაციენტებისთვის საცხოვრისის ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა. ახალი დირექტორი მუშაობს ბედიანის რეაბილიტაციის გეგმის მომზადებაზე-თუმცა საერთო სურათისთვის მნიშვნელოვანია ყველა შენობის მდგრადობის შეფასება და რეაბილიტაციის შესაძლებლობის და მოსალოდნელი ხარჯის განხილვა. აქტუალურია ბედიანის მთლიანად საცხოვრისად გადაკეთების თემაც. უნდა დავძრათ რუსთავის საცხოვრისის თემაც-რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამაში გათვალისწინებულია მხოლოდ მიწის ღირებულება. კვირის დასაწყისში შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ ბატონ დავით ბიბილაშვილთან ერთად, რისი ფინანსური საშუალება გვაქვს ამ ეტაპზე.
3. ამბულატორიული, მობილური, კრიზისული ინტერვენციის/ასერტული სერვისების ფუნქციების, ლოკაციის, სტანდარტების, მწვავე ჰოსპიტალური და გადაუდებელი დახმარების სამსახურებს შორის ინფორმაციის გაცვლის და რეფერალის მოწესრიგების თემაზე ჯანდაცვის დეპარტამენტი გააგრძელებს მუშაობს (ეკა ადამია), რათა ამ თვის ბოლომდე გვქონდეს მკაფიო სურათი როგორ შეიძლება მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ამ სერვისების გააქტიურება და ოპტიმალური გამოყენება.
4. გავაგრძელოთ მუშაობა პოტენციურ და მოქმედ დონორებთან. მ.შ.ჩინეთის მთავრობა (პოტენციური-კომუნიკაცია გართულებულია, სტატუსის შესახებ მიმართვის მიუხედავად განახლებული ინფორმაცია ვერ მივიღეთ; საფრანგეთის მთავრობა-ივლის-აგვისტოდან დაგვეხმარებიან დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის მომზადებაში და სერვისების ანაზღაურების მეთოდოლოგიის გადახედვაში, შესაძლოა დაგვეხმარონ ელ. ბაზის მომზადებაშიც; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო-ეკა ადამიას ვთხოვ გააგრძელოს მუშაობა რა იქნება საჭირო მცირე ზომის სოჯახო სახლების გამოყენებისთვის.)
ამ დროისთვის სულ ეს არის,
პატივისცემით,
თამარ გაბუნია