| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: Hospital Equipment List -Meeting Request |
| Received On : | 07.09.2020 13:39 |
| Attachments : |
From: Tamar Gabunia
Sent: 7 September, 2020 17:06
To: giorgi chavchavadze
Cc: Lia Tavadze
Subject: Hospital Equipment List -Meeting Request
Importance: High
ძვირფასო კოლეგებო
როგორც მოგეხსენებათ მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ჰოსპიტლებისთვის გადაუდებელი მართვის აღჭურვილეობის და სხვა საგნების შეძენა, რაც შექმნის გარკვეულ სარეზერვო მოცულობას და გააუმჯობესებს ეპიდემიის მომდევნო ტალღებისთვის მზადყოფნას.
აღჭურვილობის ნუსხა მომზადაა კლინიკებთან კონსულტაციების საფუძველზე და შესაბამისობაშია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ აუცილებელ საგნებთან რაც კოვიდის ეპიდემიის მიზნებისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ ეტაპზე რამდენიმე ქვედანაყოფი მუშაობს ნუსხის და თანდართული სხვა დოკუმენტების განხილვაზე და გაქვთ გარკვეული კითხვებიც. ამიტომ საქმე რომ სწრაფად წავიდეს წინ გთავაზობთ გაერთიანებულ შეხვედრას ხვალ. მე 11-საათზე მეცლება ან რაიმე დროს 3 საათამდე.
ნინო კვერნაძეს და ლია თავაძეს ვთხოვ შეხვედრის ორგანიზება/ კოორდინაციას. ასევე მოკლე პრეზენტაციის მომზადებას პროცესის, ეტაპების და ნუსხის თაობაზე.
გიგზავნით დანართით მასალებს.
თუ თვლით რომ სხვა კოლეგებიც უნდა დაესწრონ ამ შეხვედრას გთხოვთ თქვენ აცნობეთ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister