| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: HRD-ის მე-13 შეხვედრის დღის წესრიგ |
| Received On : | 26.06.2020 11:51 |
| Attachments : |
ქეთი,
გიგზავნი ვებექსის ლინკს და აჯენდას. საგარეოა ხაზზე და გადიან HRD-ის შეხვედრის დღის წესრიგს, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს.
გთხოვ, თუ შეძლებ ჩაერთე ფლიზ.
სს,
მაიკო
From: Tamar Iordanishvili
Sent: Wednesday, June 24, 2020 12:19 PM
To: Ketevan Sarajishvili
Cc: Salome Shapakidze
Subject: Re: HRD-
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, ა.წ. 2 ივლისს ვიდეო კონფერენციის ფორმატში დაგეგმილია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) მე-13 შეხვედრა.
გიგზავნით ბრიუსელში ჩვენი საელჩოდან მიღებულ შეხვედრის დეტალურ დღის წესრიგს, რომელიც საელჩომ ევროკავშირის მხარისგან მოიპოვა ვიდეო შეხვედრის შედეგად და ზეპირსიტყვიერად მიიღო თანდართული ინფორმაცია. ვიდეო შეხვედრა დაიწყება ჩვენი დროით 11 საათზე. დროში გაწერილ დღის წესრიგს ველოდებით ევროკავშირის მხარისგან, რომელსაც გაგიზიარეთ მიღებისთანავე.
დღის წესრიგში საკითხების ქვეშ გაწერილია რა თემებზე აპირებს საუბარს ევროკავშირის მხარე და რას მოელის ქართული მხარისგან. შეძლებისდაგვარად, გავწერეთ შესაძლო გამომსვლელები; გთხოვთ გადახედოთ და რომელ საკითხზეც ფიქრობთ, რომ უნდა წარსდგეს მოხსენებით თქვენი უწყების წარმომადგენელი გაწეროთ საკითხის გასწვრივ და ასევე მიაწეროთ კონკრეტული თემა თუ რა საკითხზე ისაუბრებს.
ამასთან გაცნობებთ, რომ წელს შეხვედრის ფარგლებში არ იქნება განხილული
ინდივიდუალური საქმები, ეს რეკომენდაცია გასცა ადამიანის უფლებების სამმართველომ, რათა დიალოგი ჩატარდეს მონაცემთა დაცვის სტანდარტების სრული დაცვით.
შეხვედრის ფორმატის გამართვის თაობაზე დეტალებს გაცნობებთ მოგვიანებით.
აქვე გაცნობებთ, რომ სავარაუდოდ, ორშაბათს (ვიდეო ქოლით) ვგეგმავთ წინა სააკორდინაციო შეხვედრის გამართვას, რომლის თაობაზეც დამატებით გაცნობებთ.
საუკეთესო სურვილებით,
თამარი
|
| ||||||||
|
From: Tamar Iordanishvili <t.iordanishvili@mfa.gov.ge>
Sent: Monday, May 11, 2020 17:35
To: lakiashvili@gov.ge; tdvali@gov.ge; Nino Gakharia <gakharia@mia.gov.ge>; Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge>; Zurab Sanikidze <zsanikidze@justice.gov.ge>; Beka Dzamashvili <bdzamashvili@justice.gov.ge>; Tamuna Kochoradze <kochoradze@yahoo.com>; Victoria Baikova <v.baikova@smr.gov.ge>; tinagog@hotmail.com; mnikoleishvili@moh.gov.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge; tchitaia@parliament.ge; kgrialashvili@parliament.ge; lkasradze@parliament.ge; Ketevan Chumbadze <kchumbadze@mfa.gov.ge>; ddavitashvili@gov.ge; Nikoloz Chinkorashvili <nchinkorashvili@pog.gov.ge>; ntatulashvili@pdp.ge
Cc: Salome Shapakidze <sshapakidze@mfa.gov.ge>; Nellie Shiolashvili <nshiolashvili@mfa.gov.ge>
Subject: HRD-ის მე-13 შეხვედრის დღის წესრიგი
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ა.წ. 2 ივლისს დაიგეგმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) მე-13 შეხვედრა. Covid-19-ით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეხვედრის გამართვა დაგეგმილია ვიდეო კონფერენციის ფორმატში, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მიმოსვლა განახლდება შესაძლებელია შეხვედრის ქ. ბრიუსელში ჩატარება (როგორც მოგეხსენებათ შეხვედრა იმართება წელიწადში ერთხელ როტაციის წესით, გასულ წელს შეხვედრა გაიმართა ქ. თბილისში, 23 მაისს).
გიგზავნით ევროკავშირის მხარისგან მიღებულ HRD -ის დღის წესრიგის პროექტს და გთხოვთ, თანდართულ დღის წესრიგთან დაკავშირებით გვაცნობოთ თქვენი შენიშვები/ მოსაზრებები (არსებობის შემთხვევაში) მიმდინარე კვირის ბოლომდე.
ამასთან, დღის წესრიგის მიხედვით კონფლიქტის თემა მე-5 საკითხადაა გაწერილი, შეგახსენებთ, რომ გასულ წელსაც პირველად პროექტში კონფლიქტის თემა მე-5 საკითხად იყო გაწერილი, თუმცა ჩვენი თხოვნის შესაბამისად, ევროკავშირმა დღის წესრიგში მე-3 საკითხად გადაიტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით წელსაც მივმართავთ ევროკავშირის მხარეს.
საუკეთესო სურვილებით,
თამარი
| |
| Tamar Iordanishvili Counsellor Department of European Integration Ministry of Foreign Affairs of Georgia Chitadze str. 4, Tbilisi 0118, Georgia Tel: (+995 32) 2945000 (ext. 1303) E-mail: t.iordanishvili@mfa.gov.ge |