| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Nana Kavtaradze <n.kavtaradze@ncdc.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: EU SC Meeting 13.02.2020_Tbilisi |
| Cc : | Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge> |
| Received On : | 22.01.2020 08:26 |
| Attachments : |
კოლეგებო,
ანა შაიშმელაშვილის თხოვნით, შესახსენებლად გიგზავნით მის მიერ გამოგზავნილ მეილს. გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაციას მიაწოდოთ ანას დღეს, 22 იანვრის დღის ბოლომდე.
პატივისცემით,
მაიკო
From: Ana Shaishmelashvili
Sent: Monday, January 20, 2020 8:23 PM
To: Giorgi Chichinadze
Cc: David Bujiashvili
Subject: Re: EU SC Meeting 13.02.2020_Tbilisi
ძვირფასო კოლეგებო,
მოგესალმებით ყველას და შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ოთხშაბათს, სამუშაო დღის ბოლომდე თქვენგან ველოდებით:
1. ინფორმაციას ასოცირების ქვეკომიტეტის VI ქვეჯგუფის - „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ - მე-4 (წინა წლის) შეხვედრაზე შეთანხმებულ „სამოქმედო დასკვნებზე“ , თუ რა მდგომარეობა გვაქვს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მხრივ (გთხოვთ, თქვენი პასუხები ჩაწეროთ თვით იმავე ფაილში, რომელიც გამოგიგზავნეთ, კონკრეტული პუნქტის ქვემოთ);
2. მოკლე ინფორმაციას დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე (თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, ვისაც რომელი გეხებათ), ფორმატს არ აქვს მნიშვნელობა.
ამასთან, გთხოვთ, მოგვწეროთ, ვინ დაესწრება 13 თებერვლის ქვეკომიტეტის სხდომას, განსაკუთრებით, ეს ეხება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტს (ვინ დაფარავს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს).
ყველას ძალიან გთხოვთ ინფორმაციის დროულად მოწოდებას, რადგანაც ევროპელ კოლეგებს 23-ში აქვთ ქვეკომიტეტის მოსამზადებელი შეხვედრა და ძალიან გვთხოვეს, მანამდე ვაცნობოთ ყოველივე ზემოთქმული.
წინასწარ ყველას გმადლობთ,
საუკეთესო სურვილებით,
ანა შაიშმელაშვილი
From: Ana Shaishmelashvili
Sent: Thursday, January 9, 2020 12:19 PM
To: Giorgi Chichinadze
Cc: David Bujiashvili
Subject: EU SC Meeting 13.02.2020_Tbilisi
ძვირფასო კოლეგებო,
მოგესალმებით ყველას და გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ ახალ წელს, ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის 2020!
გიგზავნით ასოცირების ქვეკომიტეტის VI ქვეჯგუფის - „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ - 2020 წლის 13 თებერვალს, ქ. თბილისში ჩანიშნული, რიგით მე-5 სხდომის დღის წესრიგს, დადასტურებულს ევროპელი კოლეგების მიერ და წინა წელს, ქვეკომიტეტის რიგით მე-4 შეხვედრაზე შეთანხმებულ „სამოქმედო დასკვნებს“.
გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, მოგვაწოდოთ მოკლე ინფორმაციები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე და „სამოქმედო დასკვნებზე“ - თუ რა მდგომარეობა გვაქვს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მხრივ, გთხოვთ, თქვენი პასუხები ჩაწეროთ თვით ამავე ფაილში.
ყველას გთხოვთ, აღნიშნულ ინფორმაცია მოგვაწოდოთ 22 იანვრამდე, სამუშაო დღის ბოლომდე.
წინასწარ გმადლობთ,
საუკეთესო სურვილებით,
ანა შაიშმელაშვილი
Anna Shaishmelashvili
Sectorial Integration Division
EU Assistance Coordination and Sectorial Integration Department
General Directorate for European Integration
Ministry of Foreign Affairs of Georgia
0118 Georgia, Tbilisi, Sh.Chitadze str.4
Cell: (+995) 577 10 20 18
E-mail: ashaishmelashvili@mfa.gov.ge