| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Davit Kaikatsishvili <DKaikatsishvili@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: CERD-ის განხილვა პარლამენტში |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge> |
| Received On : | 28.05.2020 16:46 |
მოგესალმებით,
საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად გაცნობებთ, რომ 3 ივნისს, ოთხშაბათს 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განიხილება „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (CERD) საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების პროექტი.
პროცედურის მიხედვით, ანგარიშს წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.
ჩვენი უწყების მონაწილეობა მოთხოვნილია სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემის მიზნით.
გთხოვთ, გვაცნობოთ ვინ დაესწრება პოლიტიკის სამმართველოებიდან აღნიშნულ შეხვედრას.
აქვე გთხოვთ, განიხილოთ 8 ივნისს, ორშაბათს (დრო დამატებით დაზუსტდება) იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომასა და წამყვანი კომიტეტის (ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის) სხდომაში (დამატებით ჩაინიშნება) მონაწილეობის საკითხიც.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0802)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge
From: Mikheil Kekenadze
Sent: Thursday, May 28, 2020 7:45 PM
To: Ketevan Sarajishvili
Cc: Irine Bartaia
Subject: CERD-
მოგესალმებით კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ CERD-ის ანგარიშის პარლამენტში განსახილველად 5 სავალდებულო კომიტეტის სხდომა გადანაწილდა 2 სხვადასხვა დღეზე, კერძოდ:
ა/წ 3 ივნისს, ოთხშაბათს 11:30 საათზე გაიმართება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. სხდომის გამართვის ტექნიკური დეტალები მოცემულია პრესრელიზში ქვემოთ მოცემულ ლინკზე: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/ganatlebis-mecnierebis-da-kulturis-komiteti/anonsi/3-ivnisiganatleba030620.page
ა/წ 8 ივნისს, ორშაბათს იგეგმება იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. დეტალები გვეცოდინება მოგვიანებით.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი შეურთდება ან 3 ან 8 ივნისის განხილვას.
ბოლოს დაგვრჩება წამყვანი კომიტეტი: ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის, რომელიც ჩატარდება სავალდებულო კომიტეტების შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, მომაწოდოთ იმ თანამშრომელთა სახელები და გვარები, რომლებიც დაესწრებიან 3 ივნისის განხილვას. ერთიან სიას საშვებისთვის მე მივაწოდებ პარლამენტს.
ასევე, გთხოვთ, რომ 3 ივნისს შევიკრიბოთ არაუგვიანეს 12:00 საათისა პრესრელიზში მითითებულ ადგილას. სავალდებულოა თან ვიქონიოთ პირბადე და არ გვქონდეს მაღალი სიცხე!
სს,
მიშა
599-95-46-26