From : Salome Goginashvili <sgoginashvili@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : FW: Advance Programme BMT Georgia
Received On : 23.01.2019 09:09

 

 

From: Salome Goginashvili
Sent: Monday, January 21, 2019 5:03 PM
To: Giorgi Tsotskolauri
Subject: Advance Programme BMT Georgia

 

 

 

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოში

ყოველწლიური შეხვედრა

 

თარიღი: 25.01.2019

დრო: 15:0სთ (ხანგრძლივობა 4 საათი)

ადგილი: Rooms Hotel Tbilisi

ფოკუს ჯგუფიონკოჰემატოლოგებიჰემატოლოგები

მოწვეული სპეციალისტების რაოდენობა: 80

 

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ორგანიზებით საქართველოში ყოველწლიურად იმართება შეხვედრა  ონკოლოგებთან და ჰემატოლოგებთან მთელი საქართველოს მაშტაბით. შეხვედრაზე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც ამ სამედიცინო მომსახურების ერთადერთი მიმწოდებელია ქვეყანაში გასული წლის ანგარიშს წარუდგენს დარგის სპეციალისტებს და სახელმწიფო უწყებებს.

2019 წლის იანვრის შეხვედრა განსხვავებული იქნება წინა წლებისგან, ვინაიდან ის დაიტვირთება სამეცნიერო-საგანმანათლებლო თემატიკით, რომელსაც ქართველი კოლეგებისათვის წარადგენენ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის ლიდერები ევროპიდან. 

სამეცნიერო პროგრამას უხელმძღვანელებს ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი ნოკოლაუს კრეოგერი.

 

2019 წლიდან ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა ევროპის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის ოფიციალური წევრი. კონფერენციის  ფარგლებში საზეიმო ვითარებაში მოხდება ოფიციალური ხელმოწერა. ვინაიდან საქართველო პირველად შევიდა ასოციაციის ოფიციალური წევრების ნუსხაში სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ღონიძიების გახსნის ოფიციალურ ნაწილში.