| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Vasil Gedevanishvili <Vasil.Gedevanishvili@anrs.gov.ge> |
| Subject : | FW: AEIA |
| Cc : | Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Anzor tchavtchavadze <atchavtchavadze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 29.04.2020 11:08 |
| Attachments : |
ბატონო ვასილ
დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის და თანამშრომლობის შემოთავაზებისთვის. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებით აესს-თან თანამშრომლობის გაგრძელებას და გაფართოვებას. კვირის ბოლომდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ამ რეჟიმში, როცა ყველა თანამშრომლის მთავარი აქცენტი კოვიდთან დაკავშირებული ღონისძიებებია ამ თემაზე ჩამოყალიბება რთული იქნება.
გავაზიარებ ამ ინფორმაციას შესაბამის ქვედანაყოფებთან და მათი გამოხმაურების საფუძველზე ხვალ დღის ბოლოსთვის გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Vasil Gedevanishvili [mailto:Vasil.Gedevanishvili@anrs.gov.ge]
Sent: 29 April, 2020 14:23
To: Tamar Gabunia
Cc: Anzor tchavtchavadze
Subject: RE: AEIA
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
მესმის რომ ძალიან დაკავებული ხართ და პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მთელ სამინისტროს გაწეული შრომისთვის და წარმატებები გისურვოთ პანდემიასთან ბრძოლაში.
როგორ მოგეხსენებათ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (აესს) გვაქვს მიმდინარე პროექტები და ასევე იგეგმება 2022-2023 წლის ციკლისთვის ახალი პროექტების წარდგენა. როგორც წესი ჯანდაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია რო გაგრძელდეს აესს-თან თანამშრომლობა, ამისათვის იმ კვირის ბოლომდე უნდა წარვადგინოთ კონცეპტები იმ პროექტების, რომლებსაც დააფინანსებს სააგენტო.
მიდინარე პროექტები ძირითადად ეხება კიბოს წინააღმდეგ ბროლის საკითხებს და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება რათა დავეხმაროთ სამედიცინო დაწესებულებებს, როგორც აღჭურვილობით ასევე გადამზადებაში.
მეორე მიმართულება რაზეც ჩვენ ვიფიქრეთ, განსაკუთრებით არსებული გამოწვევის ფონზე, გახლავთ ჯანდაცვის სისტემის მომზადება ბირთვული და რადიაციული ინციდენტების დროს შესაბამისი რეაგირების განხორციელებისთვის, რაც ასევე საკმაოდ კომპლექსური თემაა.
რა თქმა უნდა თქვენ უნდა გასაზღვროთ პრიორიტეტები და ჩვენი მხრივ დაგეხმარებით, რომ სააგენტომ დაგვიმტკიცოს გაგზავნილი პროექტები.
პირველ ეტაპზე პროექტის დასახელება და მოკლე აღწერა დაგვჭირდება, გიგზავნით თანდართულ ფორმას რომელიც უნდა შეივსოს.
კიდევ ერთხელ მადლობა თანამშრომლობისთვის და თუ სამინისტროს მხრიდან გამოყოფთ საკონტაქტო პირს ვინც ჩაერთვება, როგორც მიმდინარე ასევე სამომავლო პროექტების მართვაში, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ.
პატივისცემით,
ვასილ გედევანიშვილი
From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Sent: Wednesday, 26 February, 2020 09:53
To: Vasil Gedevanishvili <Vasil.Gedevanishvili@anrs.gov.ge>
Cc: Anzor tchavtchavadze <atchavtchavadze@moh.gov.ge>; Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>
Subject: RE: AEIA
დიდი მადლობა ბატონო ვასილ
რა თქმა უნდა შევხვდეთ. ჩემი თანაშემწე (ნატა კვერანძე) დაგიკავშირდებათ დროის დასაზუსტებლად. მომდევნო კვირის ბოლოსკენ მოვახერხებ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
![]()
From: Vasil Gedevanishvili <Vasil.Gedevanishvili@anrs.gov.ge>
Sent: Tuesday, February 25, 2020 3:57 PM
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject: AEIA
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
მე გახლავართ ვასილ გედევანიშვილი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი (ერთხელ შევხდით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად). როგორც თქვენთვის ცნობილია აესს-ო ნაციონალური პროექტის ფარგლებში ეხმარება თბილისის სკრინინგ ცენტრს და ონკოლოგიურს ტექნიკური აღჭურვილობით, ასევე იგეგმება, სოფელ რუხში მშენებარე საავადმყოფოსთვისაც ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც 2020-2021 წლებში უნდა განხორციელდეს. გარდა აღნიშნულისა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეგიონალური პროექტებში, ჩართული არიან სხვა და სხვა კლინიკების წარმომადგენლები და სისტემატიურად ღებულობენ მონაწილეობას მარალი დონის ტრეინინგებსა და ვორკშოპებში.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ძირითადი კომუნიკაცია გვქონდა ქალბატონ ნათია ნოღაიდელთან და მნიშვნელოვანია, რომ მისი წასვლის შემდგომაც გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა მიმდინარე პროექტების იმპლემენტაციის და რეგიონულ პროექტებში კანდიდატების შერჩევის მიმართულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე კარგი იქნება თუ შეძლებთ შეხვედრას და თქვენთვის მისაღებ დროს გესტუმრებით.
პატივისცემით,
ვასილ გედევანიშვილი