| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: 26 ივნისის ღონისძიება |
| Cc : | Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge> |
| Received On : | 25.06.2019 06:13 |
| Attachments : |
ქეთი
ამ შეხვედრისთვის მთხოვეს მონაწილეობა მისალმებაში, მინდა გთხოვო მოკლე მიმოხილვა იმ აქტივობების რაც პენიტენციურ სისტემასთან თანამშრომლობით კეთდება, მაგ. ერთიანი სტანდარტი სამედიცინო მომსახურებისთვის (ტუბეკულოზის, აივ-შიდსის და C ჰეპატიტის) და კიდევ რაც მნიშვნელოვანია.
მადლობა!
თ
From: Giorgi Burjanadze [mailto:gburjanadze@ombudsman.ge]
Sent: 18 June, 2019 19:25
To: Tamar Gabunia
Cc: Nato Kvernadze
Subject: 26
ქალბატონო თამარ გამარჯობა,
ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ბორჯომში ადამიანის უფლებათა კომიტეტის გასვლით შეხვედრაზე. დიდი მადლობა რომ მოახერხეთ დასწრება და დისკუსიაში აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა.
26 ივნისი არის წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე და ამ დღეს გვაქვს ღონისძიება. ამ დღეს ყოველ წელს ტრადიციულად იმართება ჩვენი პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშის პრეზენტაცია. ეს ანგარიში რეალურად არის საპარლამენტო ანგარიშის განვრცობილი ვერსია, მასში გარკვეული დეტალები არის დაზუსტებული და უფრო ვრცლად გაშლილი. სავარაუდოდ მოსაწვევი მოგივიდოდათ უკვე ჩვენიდან.
მინდა მოგიწვიოთ პირადად, ასევე მივწერე ჯანდაცვის და შსს მინისტრის მოადგილეებს, რადგან მათი თემებიც არის და ველოდები მათ პასუხს.
სახალხო დამცველის მისალმების შემდეგ მოგცემდით მისასალმებელ მცირე სიტყვას და შემდეგ ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგაც შეძლებდით დისკუსიაში მონაწილეობას (თქვენი სურვილისამებრ).
დაველოდები გამოხმაურებას და ძალიან გაგვიხარდება, თუ მოახერხებთ დასწრებას და მონაწილეობას.
შეგვიძლია საჭიროებისამებრ, დეტალები ტელეფონითაც გავიაროთ - ჩემი ნომერი არის 599900976
საუკეთესო სურვილებით,
გიორგი ბურჯანაძე
| |||||