| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | info <info@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ხელოვნური სუნთქვის აპარატები |
| Cc : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 04.10.2020 20:18 |
გთხოვთ დაარეგისტრიროთ!
ძვირფასო ქეთევან და თინათინ გთხოვთ განიხილოთ მოთხოვნა და მისცეთ მსვლელობა დადგენილი წესით.
From: Tengiz Tsertsvadze [mailto:tt@aidscenter.ge]
Sent: 4 October, 2020 23:56
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Tamar Gabunia
Subject: ხელოვნური სუნთქვის აპარატები
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ ჩვენი ა.წ. 27 აგვისტოს წერილში მოგმართეთ თხოვნით, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრისთვის (შემდგომში ცენტრისთვის) გადმოგეცათ Draeger“-ის ფირმის 6 ცალი თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატი - Evita V 600, რომელსაც გერმანიის მთავრობა COVID-19-თან ბრძოლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით შეპირდა საქართველოს.
რამდენადაც ვიცით, აღნიშნული აპარატები ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო.
ცენტრს სადღეისოდ გატარებული ჰყავს 400-ზე მეტი COVID-19-ით პაციენტი, მათ შორის კრიტიკულად მძიმე და ჟანგბად დამოკიდებული ავადმყოფები. გარდა ამისა, ცენტრი ქვეყანაში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მომსახურებას უწევს აივ/შიდსით, სხვა მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საჭიროებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის ბლოკში.
ცნობილი მიზეზების გამო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მთლიანად ამორტიზებულია, ხოლო აპარატურა და აღჭურვილობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები მოძველებულია და არასაკმარისი რაოდენობის.
COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ცენტრს, რომელიც 100%-ით სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სააქციო საზოგადოებაა, სახელმწიფოსგან არანაირი აპარატურა და აღჭურვილობა არ მიუღია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთაღნიშნული და გადმოსცეთ ცენტრს ზემოთ დასახელებული 6 ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ისინი გამოყენებულ იქნება ცენტრის მიერ კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ, ხოლო ცენტრის ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ, მათ გადავიტანთ ახალ შენობაში.
უმორჩილესად გთხოვთ კონკრეტულად ზემოთაღნიშნული აპარატების გადმოცემას, რამდენადაც მათი პარამეტრები და ფუნქციური შესაძლებლობები ყველაზე უკეთ შეესაბამება ცენტრის საჭიროებებს.
აღნიშნული აპარატების ცენტრისთვის გადმოცემა სერიოზულად გააძლიერებს ცენტრის პოტენციალს COVID-19-ით, აივ/შიდსით და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების მკურნალობისა და მართვის და გამოსავლების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
წინასწარ გიხდით მადლობას თანაშრომლობისათვის.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე