From : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : FW: შეხვედრაზე განხილული პრეზენტაცია და სამომავლო ნაბიჯები
Received On : 06.02.2020 12:22
Attachments :

 

 

From: Lela Akiashvili
Sent: 28 January, 2020 18:13
To: Ana Buchukuri
Cc: Guliko Matcharashvili ; Robo Nadiradze ; Tamar Robakidze ; Meriko Kajaia ; Anuki Burduli
Subject: შეხვედრაზე განხილული პრეზენტაცია და სამომავლო ნაბიჯები

 

ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ,

 

უპირველესად, მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. იმედია შეხვედრა თქვენთვის ნაყოფიერი იყო და მიღებული ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმების 2019 წლის მონიტორინგის წლიურ ანგარიშზე მუშაობას გაგიადვილებთ.

 

დანართის სახით გიგზავნით შეხვედრაზე გამოყენებულ პრეზენტაციას.

 

როგორც შეხვედრისას ვახსენე, ვებ-გვერდზე http://myrights.gov.geშეგიძლიათ იხილოთ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიშები.

 

მიმდინარე წლის 14 თებერვლამდე ველით თითოეული უწყებიდან ინფორმაციას 2019 წლის მონიტორინგის შესრულების ანგარიშებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ფორმების საშუალებით.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო გამოთქვამს მზადყოფნას ანგარიშის წერის პროცესში არსებული კითხვების შემთხვევაში განხორციელოს ინდივიდუალური კონსულტაციები უწყებებთან.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვინაიდან მარტის ბოლოს მთავრობის მიერ დამტიკცებული დოკუმენტი უნდა წარედგინოს პარლამენტს, მნიშვნელოვანია, რომ უწყებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეჯერებული იყოს ყველა დონეზე. ეს უზრუნველყოფს დამტკიცების პროცესის მოქნილობას და მოგვცემს შესაძლებლობას თავიდან ავიცილოთ ბიუროკრატიული გართულებები.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს თანამშრომლებს: გულიკო მაჭარაშვილი, gmatcharashvili@gov.ge, 558 77 27 10; თამარ რობაქიძე, trobakidze@gov.ge, 558 15 90 14; ანუკი ბურდული, aburduli@gov.ge, 593 00 09 30; მერიკო ქაჯაია, merikokajaia@gmail.com, 595 15 05 02.

 

ძალიან დიდი მადლობა თანამშრომლობისა და ქვეყნის ადამინის უფლებების დაცვის მთავარ ანგარიშზე მუშაობისთვის!

 

საუკეთესო სურვილებით,

 

 

photo GOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

ლელა აქიაშვილი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში 

მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას . 7, თბილისი 0114

M: 599914323
T:  032990900

QR-Code Generator