From : Babilina Turkia <bturkia@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : FW: სისხლის კანონპროექტის პირველი ვერსია
Received On : 08.04.2019 09:26
Attachments :

 

 

From: Babilina Turkia
Sent: 05 April, 2019 20:06
To: Tamar Gabunia
Subject:
სისხლის კანონპროექტის პირველი ვერსია

 

ქალბატონო თამარ,

 

გიგზავნით სისხლის კანონის საწყის ვერსიას, რომელზეც ალბათ უკვე შეიძლება დავიწყოთ განხილვის პროცესი. ბოდიში, რომ საკითხის სირთულიდან გამომდინარე,  ცოტა გამიგრძელდა დასრულება  იმასთან შედარებით, ვიდრე მინდოდა, რადგან შევცვალე ზოგიერთი ნაწილები.  ასევე, ხარისხის სისტემა შემოვიტანე უფრო  ვრცლად და  ფაქტიურად ხარისხის ნაწილი ახლა მთლიანად მისდევს სათანადო ევროდირექტივას, რადგან გადავწყვიტე, რომ ამ ნაწილის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ასე აჯობებდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ხარისხის  ნაწილში მოცემული  ტექსტი  უფრო დაწურულად დავტოვოთ, იმის მსგავსად, როგორც სხვა თავებშია ინფორმაცია . კანონს არ აქვს სათაური და ასევე ტერმინთა განმარტება, რადგან, ვფიქრობ, რომ ჯობია ეს გაკეთდეს კანონის ტექსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.  ტექსტში წითლად აღნიშნულია ალტერნატიული ფორმულირებები და ჩემი მცირედი კომენტარები, ასევე ის ევროდირექტივები, სადაც განსაზღვრულია შესაბამისი საკითხები.   ერთი თავი  მონიშნულია , როგორც თავი x -  მასში მოცემულია მითითება სისხლის სტანდარტების შემცველ ნორმატიულ დოკუმენტზე/დოკუმენტებზე, რომელიც მომზადდება ამ სტანდარტების შემუშავების შემდეგ .  სისხლის სტანდარტების შემუშავების პროცესი ამჟმად მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა.

 

პატივისცემით,

 

ბაბი თურქია