From : Khatuna Okroshidze <khokroshidze@mfa.gov.ge>
To : mmkurnali@moh.gov.ge
Subject : FW: სასაუბრო/ ჯანდაცვა
Cc : kgoginashvili@moh.gov.ge
Received On : 22.04.2019 10:26

მარიამ, მოგესალმებით. როგორც სატელეფონო საუბარში გაცნობეთ, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე მაისის დასაწყისში გაცნობით შეხვედრას მართავს ლატვიის ახალ ჯანდაცვის მინისტრთან ილზე ვინკელესთან. შესაბამისად, საელჩომ მოგვამართა თხოვნით, შეხვედრისთვის მოგვაწოდოთ ზოგადი სასაუბრო საქართველოში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, ასევე, თქვენი შეხედულებისამებრ, თუ არის რაიმე ორმხრივი საკითხები, რომელთა წამოწევაც მიზანშეწონილად მიგაჩნიათ უშუალოდ ლატვიელ მინისტრთან. დიდი მადლობა წინასწარ თანამშრომლობისათვის. პატივისცემით, ხათუნა ხათუნა ოყროშიძე მრჩეველი ევროპის დეპარტამენტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შ. ჩიტაძის ქ. 4, 0118 თბილისი ტელ: +995 32 2945000 ext. 14-10