| From : | Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: საექთნო კონცეფცია |
| Received On : | 24.05.2019 13:54 |
| Attachments : |
From: Giorgi Bobghiashvili
Sent: პარასკევი,
მაისი 24, 2019 წელი 4:03 PM
To: 'Natia Nogaideli'
Cc: Ana Kvernadze
Subject: RE: საექთნო
კონცეფცია
ქალბატონო ნათია, მოგესალმებით,
როგორც შევთანხმდით გავიარეთ დოკუმენტი. მნიშვნელოვანი წინსვლაა სიტუაციის ანალიზის თავში, მეტად არგუმენტებზე დაფუძნებულია ის პრობლემები და გამოწვევები რის გადაწყვეტასაც
ვგეგმავთ სტრატეგიის ფარგლებში. გიგზავნით ამ ნაწილს მცირედი ჩასწორებებით.
რაც შეეხება სტრატეგიულ ნაწილს (ხედვა, მიზნები, ამოცანები და შესაბამისი შედეგების ინდიკატორები) - სიტუაციის ანალიზის საფუძველზე უკვე კარგად გამოიკვეთა სტრატეგიის ჩარევის
ლოგიკა და შესაბამისად შესაძლებლობა მქონდა ჩემი შემოთავაზება მომეწოდებინა (გიგზავნი ლოგიკურ ჩარჩოს ჩვენს შაბლონში შევსებულს). ძირითადი ცვლილებები:
·
სტრატეგიის მასშტაბიდან გამომდინარე მიზანი (გავლენის დონე) შესაძლებელია იყოს ერთი და უფრო გლობალური. როგორც სტრატეგიის სიტუაციის ანალიზიდან ჩანს, საბოლოო ჯამში
სტრატეგიის გლობალური და მასშტაბური მიზანია (ყველაფერი რაც კეთდება სტრატეგიის ფარგლებში)
სამედიცინო სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. შესაბამისად ლოგიკური იქნება თუ ეს იქნება მიზანი, ხოლო დანარჩენები ჩამოყალიბდება როგორც ამოცანები.
·
ლოგიკურ ჩარჩოში მივუთითე სავარაუდო გავლენის ინდიკატორი, თუმცა თქვენი ექსპერტული ხედვა იქნება საჭირო.
·
ამოცანები - შემოთავაზებაა რომ შევცვალოთ სტრუქტურა იმ პრობლემების შესაბამისად რაც დაიდენტიფიცირდა სფეროში სიტუციის ანალიზის შედეგად. კერძოდ სამი ძირითადი პრობლემა
რაც დავინახე არის: 1) ახალი საექთნო რესურსების ნაკლებობა; 2) სამუშაო ძალის კვალიფიციურობა (რაც თავის მხრივ გამოწვეულია შესაბამისი მარეგულირებელი ინსტრუმენტების არ არსებობით) და 3) ამ სფეროს ნაკლებად პოპულარობა და პრესტიჟი (მათ შორის სამედიცინო პერსონალში);
·
ლოგიკური იქნება სწორედ ამ სამი პრობლემის გარშემო თუ ჩამოყალიბდება ამოცანებიც და შესაბამისად გთავაზობთ:
o
ამოცანა 1 - კვალიფიციური საექთნო ადამიანური რესურსის გენერირების საჭიროებებზე ორიენტირებული საგანმანთლებლო სისტემის განვითარება;
o
ამოცანა 2 - უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის განვითარება;
o
ამოცანა 3 - საექთნო საქმის პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება
·
თითოეულ ამოცანას თქვენივე შემოთავაზებული ინდიკატორებიდან მივუსადაგე ყველაზე შესაფერისი გაზომვის ინსტრუმენტები. მთავარი არის გავლენის ინდიკატორების შემუშავება
(დარჩენილი 2-ის - რეკომენდაციები რა შეიძლება იყოს ისინი მოცემულია უშუალოდ დოკუმენტში.
ვფიქრობთ ასეთი მიდგომით ჩარევის ლოგიკა და ჯაჭვი უფრო მეტად უზრუნველყოფს საშუალოვადიან და გრძელვადიანი შედეგების დადგომას (ისევ და ისევ მოწოდებული სიტუაციის ანალიზის
საფუძველზე - რაც ნამდვილად კარგადაა გაკეთებული) და სტრატეგიას ხდის მეტად სტრუქტურირებულს და შესაბამისად შედეგებზე ორიენტირებულს და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი პოლიტიკის დოკუმენტი გამოვა რაც გვაქვს ამ ეტაპზე.
შეგვიძლია დამატებით გავიაროთ კონსულტაციები შემდეგ კვირაში თქვენთვის სასურველ დროს. სამწუხაროდ შემდეგი 3 ივნისის კვირიდან მე აღარ ვიქნები საქართველოში და ამიტომ კარგი
იქნება თუ მოვასწრებთ.
ასევე, შემოთავაზებული ფორმატი იძლევა საშუალებას რომ საექიმო სტრატეგია (რომელზეც ასევე მუშაობთ) დუბლირებების და სფეროს მკვეთი საკითხების გამო, დაინტეგრირდეს და ერთიანი
დოკუმენტი ჩამოყალიბდეს, რაც საბოლოო გავლენას უფრო გაზრდიდა (ჯანდაცვითი სერვისების გაუმჯობესება). ეს საკითხიც შეგვიძლია დამატებით გავიაროთ.
ბოდიში დიდი წერილისთვის.
პატივისცემით,
გიორგი
From: Natia Nogaideli [mailto:nnogaideli@moh.gov.ge]
Sent: ორშაბათი,
მაისი 20, 2019 წელი 12:19 PM
To: Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>
Cc: Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Nino Sarishvili <nsarishvili@gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject: RE: საექთნო
კონცეფცია
ბატონო გიორგი, მოგესალმებით,
გიგზავნით საექთნო კონცეფციის გადამუშავებულ ვერსიას. კერძოდ, დოკუმენტი, თქვენი მოსაზრების გათვალისწინებით, ჩამოვაყალიბეთ სტრატეგიის ფორმატში. ამასთან, ვეცადეთ, მაქსიმალურად
გაგვეთვალისწინებინა თქვენი კომენტარები.
გიგზავნით დოკუმენტის კორექტირებულ ვერსიას track-change-ს ფორმატში.
იმ შემთხვევაში, თუ მისაღებია ლოგიკური ჩარჩოს შემოთავაზებული წყობა, უზრუნველვყოფთ მის ჩამოყალიბებას.
მზად ვარ, შეგხვდეთ ამ კვირაში, რათა გავიაროთ დოკუმენტი სამუშაო რეჟიმში.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი
From: Giorgi Bobghiashvili [mailto:gbobghiashvili@gov.ge]
Sent: Wednesday, April 10, 2019 5:26 PM
To: Natia Nogaideli
Cc: Ana Kvernadze; Nino Sarishvili; Mariam Darakhvelidze
Subject: საექთნო
კონცეფცია
ნათია, მოგესალმებით,
როგორც ვისაუბრეთ საექთნო კონცეფციის დოკუმენტი მაღალი ხარისხით არის მომზადებული რაც ძალიან კარგია. თუმცა ჩვენი არსებული სახელმძღვანელოს სტანდარტების შესაბამისად, კონცეფციის დოკუმენტი
უნდა იყოს უფრო ზოგადი ხასიათის, რომელიც განსაზღვრავს პრობლემებს, მათი გადაწყვეტის პრინციპებს და ზოგად მიმართულებებს. იმის გათვალისწინებით, შემოთავაზებულ დოკუმენტში უფრო დეტალური ინფორმაციაა, მისი შინაარსიდან გამომდინარე ის შეესაბამება უფრო სტრატეგიას, თუმცა
სრულყოფილი სტრატეგიის დოკუმენტის შექმნისთვის მოგვიწევს მასზე დამატებით მუშაობა და დახვეწა.
შესაბამისად, გთავაზობთ, რომ დამატებით ვიმუშაოთ ამ დოკუმენტზე და ჩამოვაყალიბოთ, როგორც სტრატეგია, რაც დონორებთან მუშაობისას მეტ ბერკეტსაც მოგვცემდა. ჩვენი მხრიდან მეთოდოლოგიური თვალსაზრისით
გაგიწევთ კონსულტაციებს (როგორც სხვა პოლიტიკის დოკუმენტებთან მიმართებაში ხდება) რომ გავხადოთ ის მეტად ხარისხიანი, სტანდარტებთან შესაბამისი, რეალისტური და შედეგებზე-ორიენტირებული.
ამასთან, გიგზავნით არსებულ კონცეფციასთან დაკავშირებით ჩვენს კომენტარებს, რაც ორმხრივი შეხვედრის ფარგლებშიც ასევე დეტალურად შეგვიძლია გავიაროთ. ასევე გიგზავნით, ჩვენს ვიზუალიზაციებს
პოლიტიკის დაგეგმვის განახლებული სახელმძღვანელოდან, რომლებიც დაგეხმარებათ პოლიტიკის დოკუმენტების სავარაუდო სტრუქტურის და ლოგიკური ჩარჩოს ჩამოყალიბებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს განახლებული სახელმძღვანელო არის შემუშავების ეტაპზე, როდესაც საექთნო სექტორის განვითარების
პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების საკითხი დადგება, სავარაუდოდ ეს სახელმძღვანელო იქნება უკვე სავალდებულო და შესაბამისად, უმჯობესია რომ ამ სტანდარტებით ვიხელმძღვანელოთ.
როგორც ვახსენე, მზად ვართ, უფრო დეტალურად შეხვედრის ფარგლებში გავიაროთ როგორც მეთოდოლოგიური საკთხები ასევე სამომავლო გეგმები.
პატივისცემით,
გიორგი
|
Giorgi Bobghiashvili Policy Planning and Coordination Department M: +995 598423100 T:
+995 322 2990900, 2014 |
|