| From : | Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: მონიტორინგის ჩარჩო |
| Received On : | 02.06.2020 10:19 |
| Attachments : |
From: Gvantsa Meunargia [mailto:gmeunargia@justice.gov.ge]
Sent: 02 June, 2020 14:05
To: Eka Sharadze
Subject: RE: მონიტორინგის ჩარჩო
სამოქმედო გეგმითა და სტრატეგიით გათვალისწინებული დებულებები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენიშვნა | დასაბუთება | |
1. | ანტიკორუფციული სტრატეგიით გათვალისწინებული მე-10 პრიორიტეტის, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის მიზანი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის გაუმჯობესება სამედიცინო მომსახურების შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების - დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მეთოდის დანერგვის გზით, ასევე, სათემო ორგანიზაციებში მცხოვრები ხანდაზმულებისა და შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ახალი სტანდარტის დამტკიცებისა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგის გზით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფას, ისე ფინანსური დაცულობის გაზრდას. | ანტიკორუფციული სტრატეგიით გათვალისწინებული მე-10 პრიორიტეტის, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის მიზანი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის გაუმჯობესება სამედიცინო მომსახურების შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების (მ.შ. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG)) თანამედროვე მეთოდის დანერგვის გზით. ასევე, სათემო ორგანიზაციებში მცხოვრები ხანდაზმულებისა და შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ახალი სტანდარტის დამტკიცებისა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგის გზით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს როგორც ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისებით უზრუნველყოფას, ისე ფინანსური დაცულობის გაზრდას. | შემოთავაზებული ცვლილების ძირითადი არსი: ანტიკორუფციულ საბჭოზე დოკუმენტების დამტკიცების შემდეგ შეიცვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მეთოდები მხოლოდ მიზანშეწონილია სტრატეგიაში შევიდეს შესაბამისი ცვლილება. |
2. | ანტიკორუფციული სტრატეგიით გათვალისწინებული მე-10 პრიორიტეტის, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის არსებულ რედაქციაში პუნქტის მე-3 და მე-4 აბზაცები ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: სახელმწიფო განაგრძობს ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე სტრატეგიულ რეფორმებს, რომელთა მიზანია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯანდაცვაზე დანახარჯების ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენის შემცირება, პროგრამის ადმინისტრირების გამარტივება და გამჭვირვალობის გაზრდა. შესაბამისად, 2017 წლისთვის დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმების დახვეწა და შედეგზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების სისტემის დანერგვაზე მუშაობა. ბაზისური სარგებლობის კალათა განსაზღვრული იქნება დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებისა და გლობალური ბიუჯეტის მეთოდით; დაინერგება აქტიური შესყიდვის სისტემა, სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმები, კიდევ უფრო დაიხვეწება მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა, რაც უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების გაწევას და მათ უკეთ პროგნოზირებას. სათემო ორგანიზაციებში მცხოვრები ხანდაზმულებისა და შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის, აუცილებელი გარემოსა და პირობების უზრუნველყოფის მიზნით ვითარდება საჭირო სერვისები, იზრდება მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტებში“ განსახორციელებელ ცვლილებებზე, რაც განამტკიცებს როგორც ბენეფიციართა ოჯახური ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ისე, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების, დამოუკიდებლად ცხოვრების მხარდაჭერის, დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობის საფუძველს, რითიც მოხდება მომსახურების სტანდარტების მინიმალური დონის გაუმჯობესება. გარდა ამისა, დაგეგმილია მონიტორინგის განხორციელება ,,სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის’’ განმახორციელებელ მომსახურების მიმწოდებელთა 70%-ში. | ანტიკორუფციული სტრატეგიით გათვალისწინებული მე-10 პრიორიტეტის, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის პუნქტის მე-3 და მე-4 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სახელმწიფო განაგრძობს ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე სტრატეგიულ რეფორმებს, რომელთა მიზანია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯანდაცვაზე დანახარჯების ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენის შემცირება, პროგრამის ადმინისტრირების გამარტივება და გამჭვირვალობის გაზრდა. შესაბამისად, 2017 წლისთვის დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმების დახვეწა და შედეგზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების სისტემის დანერგვაზე მუშაობა. ბაზისური სარგებლობის კალათა განსაზღვრული იქნება დაფინანსების შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების მეთოდით; დაინერგება აქტიური შესყიდვის სისტემა, სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმები, კიდევ უფრო დაიხვეწება მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა, რაც უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების გაწევას და მათ უკეთ პროგნოზირებას. სათემო ორგანიზაციებში მცხოვრები ხანდაზმულებისა და შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის, აუცილებელი გარემოსა და პირობების უზრუნველყოფის მიზნით ვითარდება საჭირო სერვისები, იზრდება მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა. ცვლილება შევიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, დამოუკიდებლად ცხოვრების, დასაქმებასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. გარდა ამისა, დაგეგმილია მონიტორინგის განხორციელება „სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის’’ ფარგლებში რეგისტრირებულ მომსახურებათა 70%-ში. | შემოთავაზებული ცვლილების ძირითადი არსი: ა. არსებულ რედაქციაში მითითება არის დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებისა და გლობალური ბიუჯეტის მეთოდებზე. შემოთავაზებულ ვარიანტში მოიხსენიება შედეგზე ორიენტირებული მეთოდები ზოგადად. ბ. არსებულ რედაქციაში მითითებულია, რომ მიმდინარეობს მუშაობა „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალურ სტანდარტებში“ ცვლილების შესატანად, ხოლო შემოთავაზებულ ვარიანტის თანახმად ცვლილებები უკვე შევიდა მინიმალურ სტანდარტებში. სამდივნოს მოსაზრება: მიზანშეწონილია, შესაბამისი ცვლილებების ასახვა სტრატეგიაში. |
From: Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge>
Sent: ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2020 09:51
To: Gvantsa Meunargia <gmeunargia@justice.gov.ge>
Subject: RE: მონიტორინგის ჩარჩო
მოგესალმებით, გვანცა,
გიგზავნით 10.2.1 აქტივობის თაობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას.
პატივისცემით,
ეკა შარაძე
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის.: 0119 თბილისი. აკ. წერეთლის გამზ. 144
ტელ.: +995 (032) 251 00 36 (0902)
From: Gvantsa Meunargia [mailto:gmeunargia@justice.gov.ge]
Sent: 03 April, 2020 14:21
To: Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge>
Subject: მონიტორინგის ჩარჩო
გიგზავნით ჩარჩოს.
პატივისცემით,
გვანცა მეუნარგია
სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი
ანალიტიკური დეპარტამენტი
მისამართი: გორგასლის 24ა,
თბილის 0114, საქართველო
ტელ.: +995 322 405 794
მობ.: +995 93 14 77 47
ელ-ფოსტა: gmeunargia@justice.gov.ge
ვებ-გვერდი: www.justice.gov.ge