| From : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ინტერპელაცია |
| Received On : | 30.05.2019 09:51 |
| Attachments : |
From: Tamar Gabunia
Sent: 29 May, 2019 18:28
To: Mariam Darakhvelidze
Cc: Tamar Barkalaia
Subject: FW: ინტერპელაცია
ქალბატონო მარინა და ბატონო თამაზ
გთხოვთ, საჭიროებისამებრ, მოამზადოთ დამატებით დეტალური ინფორმაცია (როგორც მნიშვნელოვნად ჩათვლით, იმის გარდა რაც უკვე ასახულია სამინისტროს პასუხში) ჯანდაცვის თემის თაობაზე ხვალ 30 მაისის 14.00 საათმდე.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Tamar Basilia
Sent: Wednesday, May 29, 2019 4:21 PM
To: Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; tmodebadze@ssa.gov.ge
Cc: Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>; Elza Telia <etelia@moh.gov.ge>; Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge>
Subject: ინტერპელაცია
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მაისს მინისტრი ინტერპელაციის წესით მოსმენის მიზნით მიდის პარლამენტში, სადაც უნდა წარდგეს მოხსენებით და უპასუხოს შეკითხვებს სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე, კერძოდ:
"1. საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს მათი ნაწილი ავითარებს მოსაზრებას, რომ სოციალური დახმარების განაწილების პრინციპი არ არის სამართლიანი, ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალურ დახმარებას იღებენ ისეთი პირები, რომლებიც რეალურად მას ნაკლებად საჭიროებენ, ხოლო საჭიროების მქონე პირებს ძალიან ხშირად ეხსნებათ დახმარება, - მაგალითად იმ მიზეზით, რომ ფლობენ ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ნივთებს. რა ვითარებაა რეალურად ამ კუთხით და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს სამინისტრო აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად?
2. როგორ ხდება სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი, განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის კუთხით?“
გიგზავნით პარლამენტიდან შემოსულ წერილს ზემოაღნიშნულის თაობაზე, ჩვენს მიერ გაგზავნილ პასუხს და ასევე, ბიუროს გადაწყვეტილებას რეგლამენტთან დაკავშირებით.
მოგმართავთ თხოვნით, დაავალოთ შესაბამის დეპარტამენტებს მინისტრისთვის დამატებითი, დეტალური ინფორმაციის მომზადება აღნიშნული თემების ირგვლივ.
მინისტრის პარლამენტში გამოსვლის საათს შეგატყობინებთ მოგვიანებით.
საუკეთესო სურვილებით,
თამუნა
P.S. აქვე გაცნობებთ, რომ 31 მაისს, მინისტრის გარდა, პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით ასევე, წარდგებიან პრემიერ მინისტრი და ცეესკოს თავმჯდომარე (თავიანთ საკითხებზე).
თამარ ბასილია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 595 113388