| From : | Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: თხოვნა: სომხეთის კომისიისთვის |
| Cc : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 03.06.2019 11:54 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გთხოვთ, ოქმში Track Change-ის ფორმატში შეტანილი საკითხების ირგვლივ მოგვაწოდოთ უფრო მეტი დეტალური არგუმენტაცია,( რატომ გადავხაზეთ სომხეთის მხარის მიერ წარმოდგენილი საკითხები, რატომ არ გვაწყობს, რა არის ამის მიზეზი და აშ.)
ინფრასტრუქტურის სამინისტროს თხოვნაა მივაწოდოთ დღეს დღის ბოლომდე.
მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,
Mariana Mkurnali
Head of Interational Relations Division
Analytics, HR Management and International Relations Department
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 A.Tsereteli Avenue, 0159, Tbilisi, Georgia
Mobile number: +995 599 49 09 42
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942
From: Mariana Mkurnali
Sent: 30 May, 2019 20:31
To: k.gabunia@mrdi.gov.ge
Subject: Fwd: თხოვნა: სომხეთის კომისიისთვის
From: Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>
Date: May 30, 2019 at 7:20:51 PM GMT+4
To: Revaz Kakulia <r.kakulia@mrdi.gov.ge>
Cc: Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>, Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>, Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject: RE: თხოვნა: სომხეთის კომისიისთვის
საღამო მშვიდობისა,
თქვენი 2019 წლის 27 მაისის N 01/2595 წერილის პასუხად, რომელიც ეხება საქართველო-სომხეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-10 სხდომის ფარგლებში სომხეთის მხარის მიერ მოწოდებული კომისიის ოქმის პროექტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, დანართის სახით, წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და წინადადებებს.
აქვე დამატებით მოგახსენებთ, რომ მხარეთა შორის მოქმედებს:
1. 2011 წლის 24 მაისის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სომხეთის ჯანმრთელობის სამინისტროს შორის შრომისა და სოციალური დაცვის სფეროში“ მემორანდუმი (მხარეთა უწყებების მხრიდან შრომისა და სოციალურ საკითხებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით ინიციატივები არ ყოფილა, თუმცა ამ მემორანდუმის გაუქმება არ არის დაგეგმილი);
2. „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1993 წლის 19 მაისის შეთანხმება;
3. 2017 წლის 23 თებერვლის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სომხეთის ჯანმრთელობის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.
რადგან 1993 წლის შემდეგ, მრავალი რეფორმა გატარდა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში და მნიშვნელოვნად შეიცვალა სიტუაცია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მხარეთა შორის თანამშრომლობა დარეგულირდეს ერთი საერთაშორისო შეთანხმებით. შესაბამისად, მზადყოფნას გამოვთქვამთ, მხარეთა შორის გაიმართოს კონსულტაციები „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1993 წლის 19 მაისის შეთანხმების გაუქმების თაობაზე.
ამასთან, საკითხები, რომელთა გათვალისწინება აუცილებლად ჩაითვლება 1993 წლის 19 მაისის შეთანხმების გაუქმების შემდეგ, აისახოს ან 2017 წლის 23 თებერვლის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სომხეთის ჯანმრთელობის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმში.
აღნიშნულის თაობაზე სამინისტრომ წერილობით მიმართა სომხეთის მხარეს, რომელზეც მიღებულ იქნა სომხეთის მხარის თანხმობა.
სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს ნოტების გაცვლის გზით დაიწყოს ზემოაღნიშნულ კონსულტაციები სომხეთის მხარესთან.
Mariana Mkurnali
Head of Interational Relations Division
Analytics, HR Management and International Relations Department
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 A.Tsereteli Avenue, 0159, Tbilisi, Georgia
Mobile number: +995 599 49 09 42
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942
From: Revaz Kakulia [mailto:r.kakulia@mrdi.gov.ge]
Sent: 30 May, 2019 17:46
To: Mariana Mkurnali
Cc: Davit Kalatozishvili
Subject: თხოვნა: სომხეთის კომისიისთვის
მარიანა,
როგორც ვისაუბრეთ, თანდართულია შესაბამისი ფაილები, სადაც კომენტარებში მწვანედ არის მონიშნული თქვენი საკითხები.
წინასწარ დიდი მადლობა თქვენი კომენტარებად ინკორპორირებული მოკლე პასუხებისა და ინფორმაციისთვის.
პატივისცემით,
რეზო
From: Revaz Kakulia
Sent: ხუთშაბათი, 30 მაისი, 2019 15:54
To: Davit Kalatozishvili <d.kalatozishvili@mrdi.gov.ge>; Marekh Phkhoveli <m.phkhoveli@mrdi.gov.ge>; Nino Kvernadze <n.kvernadze@mrdi.gov.ge>
Cc: Nikoloz Rosebashvili <n.rosebashvili@mrdi.gov.ge>; Mzia Giorgobiani <m.giorgobiani@mrdi.gov.ge>
Subject: FYI only: სომხეთის კომისიისთვის
დათო/მარეხ,
ქალბატონ მზიას დავალებით, თანდართულია მე-10 პროტოკოლის არსებული ტექსტი ჩვენი კითხვებით/კომენტარებით, და აგრეთვე მე-9 პროტოკოლის შესრულების ფაილი კომენტარებითვე.
შესაბამის საკითხებზე, შესაბამისი უწყებებიდან, რაც შეიძლება სწრაფად გვინდა დამატებითი ინფორმაცია/დეტალები/განმარტებები, მათი პოზიციები და ასევე ცალკეული მასალები (სხვადასხვა მემორანდუმები, შეთანხმებები, ოქმები და ა.შ), რაზეც კომუნიკაცია უკვე დაწყებულია.
უწყებებში ასევე დარეკილია ჩვენს ოფიციალურ წერილზე მათი პასუხების და წინადადებების დროულად მოწოდების შეხსენების მიზნით, თუმცა ეს თანდართული ფაილები უნდა გამოვიყენოთ რომ შემოსული პასუხების პარალელურად, გადამოწმდეს რამდენად ამომწურავია ისინი და სად გვჭირდება ჯერაც დამატებითი ინფორმაცია.
იმედია პასუხები დროულად მოვა, მანამდე კი ვაგრძელებთ ამ საკითხებზე აქტიურ კომუნიკაციას და შემდგომ სამუშაოებს.
ნიკა,
გთხოვ, სომხეთთან საზღვრისპირა თანამშრომლობაზე სომხეთთან რაც რამე ინფო და მასალები გაქვთ, მომაწოდო როგორც ვისაუბრეთ, თუნდაც ეს მხოლოდ 2013 წლიდან პერიოდს ფარავდეს.
მადლობა,
რეზო