| From : | Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: თხოვნა: სომხეთის კომისიისთვის |
| Received On : | 30.05.2019 13:47 |
| Attachments : |
ქეთი აბა ნახე.
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942
From: Revaz Kakulia [mailto:r.kakulia@mrdi.gov.ge]
Sent: 30 May, 2019 17:46
To: Mariana Mkurnali
Cc: Davit Kalatozishvili
Subject: თხოვნა: სომხეთის კომისიისთვის
მარიანა,
როგორც ვისაუბრეთ, თანდართულია შესაბამისი ფაილები, სადაც კომენტარებში მწვანედ არის მონიშნული თქვენი საკითხები.
წინასწარ დიდი მადლობა თქვენი კომენტარებად ინკორპორირებული მოკლე პასუხებისა და ინფორმაციისთვის.
პატივისცემით,
რეზო
From: Revaz Kakulia
Sent: ხუთშაბათი, 30 მაისი, 2019 15:54
To: Davit Kalatozishvili <d.kalatozishvili@mrdi.gov.ge>; Marekh Phkhoveli <m.phkhoveli@mrdi.gov.ge>; Nino Kvernadze <n.kvernadze@mrdi.gov.ge>
Cc: Nikoloz Rosebashvili <n.rosebashvili@mrdi.gov.ge>; Mzia Giorgobiani <m.giorgobiani@mrdi.gov.ge>
Subject: FYI only: სომხეთის კომისიისთვის
დათო/მარეხ,
ქალბატონ მზიას დავალებით, თანდართულია მე-10 პროტოკოლის არსებული ტექსტი ჩვენი კითხვებით/კომენტარებით, და აგრეთვე მე-9 პროტოკოლის შესრულების ფაილი კომენტარებითვე.
შესაბამის საკითხებზე, შესაბამისი უწყებებიდან, რაც შეიძლება სწრაფად გვინდა დამატებითი ინფორმაცია/დეტალები/განმარტებები, მათი პოზიციები და ასევე ცალკეული მასალები (სხვადასხვა მემორანდუმები, შეთანხმებები, ოქმები და ა.შ), რაზეც კომუნიკაცია უკვე დაწყებულია.
უწყებებში ასევე დარეკილია ჩვენს ოფიციალურ წერილზე მათი პასუხების და წინადადებების დროულად მოწოდების შეხსენების მიზნით, თუმცა ეს თანდართული ფაილები უნდა გამოვიყენოთ რომ შემოსული პასუხების პარალელურად, გადამოწმდეს რამდენად ამომწურავია ისინი და სად გვჭირდება ჯერაც დამატებითი ინფორმაცია.
იმედია პასუხები დროულად მოვა, მანამდე კი ვაგრძელებთ ამ საკითხებზე აქტიურ კომუნიკაციას და შემდგომ სამუშაოებს.
ნიკა,
გთხოვ, სომხეთთან საზღვრისპირა თანამშრომლობაზე სომხეთთან რაც რამე ინფო და მასალები გაქვთ, მომაწოდო როგორც ვისაუბრეთ, თუნდაც ეს მხოლოდ 2013 წლიდან პერიოდს ფარავდეს.
მადლობა,
რეზო