| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge> |
| Subject : | FW: ევროკავშირის რეზოლუციის პროექტს კოვიდ19-ზე რეაგირების საკითხებზე |
| Cc : | Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>; Ekaterine Khositashvili <ekhositashvili@mfa.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 23.04.2020 06:32 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ევროკავშირის მიერ მოამზებულ კოვიდ19-ზე რეაგირების რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენიშვნები და წინადადებები არ აქვს, შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ.
საუკეთესო სურვილებით,
მაიკო
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0802)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge
From: Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>
Sent: Tuesday, April 21, 2020 2:18 PM
To: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Cc: Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>
Subject: ვირტუალური ბრიფინგი ჯანმრთელობის მსოფლიო 73-ე ასამბლეის ფორმატთან დაკავშირებით
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 15 აპრილს გაიმართა ვირტუალური ბრიფინგი ჯანმრთელობის მსოფლიო 73-ე ასამბლეის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 147-ე სესიის და პროგრამის, ბიუჯეტისა და ადმინისტრირების კომიტეტის 32-ე სესიის გამართვასთან დაკავშირებით.
ბრიფინგზე WHO-ს სამდივნომ წარმოადგინა კონცეფცია დაგეგმილი ღონისძიებების ფორმატის შესახებ:
ჯანმრთელობის მსოფლიო 73-ე ასამბლეა - გაიმართება ორ ნაწილად. პირველი ნაწილი (პლენარული სესია) გაიმართება ვირტუალურად მ.წ. 18 მაისს, ხოლო დარჩენილი ნაწილის/კომიტეტების სესიების გამართვა შეთანხმდება მოგვიანებით. ასამბლეის დღის წესრიგში აისახება მხოლოდ მნიშვნელოვანი თემატური საკითხები, როგორიცაა კოვიდ19-ის გლობალური პანდემია და აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევნები.
ასამბლეაზე დამტკიცდება დღის წესრიგი. გაკეთდება გენერალური დირექტორის მოხსენება კოვიდ19ზე რეაგირების კუთხით გაწეული ძალისხმევის შესახებ (მოხსენება წინასწარ განთავსდება ვებგვერდზე) და გაიმართება გენერალური დებატები, რომლის დროსაც წევრი ქვეყნების მიერ განცხადებები გაკეთდება წერილობით ან ვიდეო ჩანაწერებით. ასამბლეის ხანგრძლივობა იქნება სამი საათი. მიმდინარეობს მუშაობა ვირტუალური ასამბლეისთვის შესაბამისი ტექნიკური პლატფორმის შესაქმნელად.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ევროკავშირმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი კოვიდ19-ის შესახებ, რომელიც მხარეთა კონსესუსის შემთხვევაში, ასამბლეაზე გატანილი და მიღებული იქნება გამონაკლისის წესით, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე.
აღმასრულებელი საბჭოს 147-ე სესია - გაიმართება ასევე ორ ნაწილად. პირველი ნაწილი გაიმართება ვირტუალურად მ.წ. 22 მაისს. ხოლო მეორე ნაწილი მიებმება წლის მეორე ნახევარში გამართულ ასამბლეას.
პროგრამის, ბიუჯეტისა და ადმინისტრირების კომიტეტის 32-ე სესია - გადაიდება ასამბლეის მეორე ნაწილის გამართვამდე.
გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ ასამბლეის სესიისა, შვეიცარიის ინიციატივით, იგეგმება ჯანდაცვის მინისტრების საგანგებო მინისტერიალის გამართვა კოვიდ19-ის პანდემიის თემაზე, რომელზეც მიღებულ იქნება დეკლარაცია კოვიდ19-ის შესახებ. შვეიცარიის მხარის ინფორმაციით, დეკლარაციაში ყურადღება გამახვილდება იმ მიმართულებებზე, როგორცაა: ინფორმაციის გაცვლისა და გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობა; კოორდინირებული საერთაშორისო დაფინანსების მნიშვნელობა; ვაქცინის შემუშავება და გლობალური დონეზე მისი თანაბარი განაწილება. დეკლარაციის ტექსტზე უახლოეს პერიოდში დაიწყება კონსულტაციები.
აქვე, გიგზავნით, ევროკავშირის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტს კოვიდ19-ზე რეაგირების თაობაზე და გთხოვთ, პოზიციას რეზოლუციის მხარდაჭერასთან/თანასპონსორობასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
Nino Kovziridze
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03
0118, Tbilisi, Georgia
4, Shio Chitadze Street