From : Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>
Subject : FW: ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტები - 2019/2020
Received On : 09.07.2019 13:27
Attachments :

მოგესალმებით, მეგობრებო,

 

გთხოვთ, გადახედოთ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ გადმოგზავნილ დოკუმენტებს.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

From: Anti-Corruption Council of Georgia [mailto:accouncil@justice.gov.ge]
Sent: 08 July, 2019 19:13
To: Anti-Corruption Council of Georgia
Cc: Zurab Sanikidze; Gvantsa Meunargia; Lana Morgoshia; Ucha Avsajanishvili; Grigol Tsakadze; Tamar Chkhitunidze; Khatia Rekhviashvili; Pelagia Makhauri; Gulisa Kakhniashvili
Subject: ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტები - 2019/2020

 

მოგესალმებით,

როგორც მოგეხსენებათანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ინტენსიურად მუშაობდა 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებაზე.

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო, პოლიტიკის შემუშავების სახელმძღვანელოს პრინციპებზე დაყრდნობით,  გადავიდა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების ახალ ეტაპზე, რაც სხვა ცვლილებებთან ერთად, გულისხმობს SMART ინდიკატორების განსაზღვრას, რაც ქმნის მყარ საფუძველს მონიტორინგისა და შეფასების განსახორციელებლად.

მადლობას გიხდით აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის !

აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესში, ანტიკორუფციული პრიორიტეტებისა და აქტივობების განსაზღვრა მოხდა შესაბამის სექტორებში არსებული რისკების შესწავლის საფუძველზე, ასევე წინა სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების შეფასების შედეგებს და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ანალიზს.

კონკრეტულად, ანტიკორუფციული პრიორიტეტების შემუშავებას საფუძვლად დაედო:

-         ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) მონიტორინგის მე-4 რაუნდის რეკომენდაციები;

-         ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) შეფასების მე-4 რაუნდის რეკომენდაციები;

-         კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციით (UNCAC) გათვალისწინებული ვალდებულებები;

-         არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები;

-         სხვადასხვა ანგარიშები.

ასევე აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციულმა დოკუმენტებმა გაიარა ექსპერტიზა ევროკავშირის ექსპერტის მიერ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში (PAR technical assistance).

ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაში მაქსიმალურადაა ასახული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფო უწყებებისგან  მიღებული რეკომენდაციები და კომენტარები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების კომენტარებისა და იდეების ნაწილთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის უწყებებთან ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ასახვის მიზნით.

გიგზავნით სამდივნოს მიერ ზემოაღნიშნული პროცესის საფუძველზე შემუშავებულ დოკუმენტებს კომენტარებისთვის:

1.      განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია

2.      2019-2020 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და კომენტარები  მოგვაწოდოთ 20 ივლისამდე.

აქვე გაცნობებთ,  რომ აღნიშნულ პერიოდში ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო მუშაობს უწყებებთან ბიუჯეტის ჩამოყალიბებისა და დახვეწის კუთხით, რაც საბოლოო სახეს მიიღებს ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებისგან მიღებული კომენტარების დამუშავების შემდეგ.

ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის  შეხვედრა ჩაინიშნება 15 ივლისის კვირაში, რის თაობაზეც გეცნობებათ წინასწარ.

პატივისცემით,

 

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო

 

Description: Description: Description: Description: Description: Description: Description: Description: Description: Description: Description: Logotype_Georgian

გორგასალის 24ა,

თბილისი, 0114, საქართველო

ტელ.:  (995 32) 240 57 87

ACCouncil@justice.gov.ge

www.justice.gov.ge

 

 

 

 

 

 

 

ლანა მორგოშია

 

ანალიტიკური დეპარტამენტის

სტრატეგიული განვითარების სამმართველოს

პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

cid:image001.jpg@01D0EA1F.CE7EB300

გორგასალის 24ა,

თბილისი, 0114, საქართველო

ტელ.:  (995 32) 240 57 87

მობ: (995 557) 21 21 10

www.justice.gov.ge