From : Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : FW: აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის კონცეფცია და სამედიცინო აღჭურვილობის სქემა
Received On : 05.03.2019 08:18
Attachments :

მინდა რომ საქმის კურსში იყო და თვალი მიადევნე.

 

From: Zaza Avaliani
Sent: 4 March, 2019 18:24
To: Tamar Gabunia
Cc: Mariam Darakhvelidze ; Ia Kamarauli ; Ivane Bibilashvili
Subject: Re:
აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის კონცეფცია და სამედიცინო აღჭურვილობის სქემა

 

ქალბატონო თამარ,

 

გამარჯობა.

 

დიდი ყურადღებით გავეცანით თქვენ შენიშვნებსა და კომენტარებს. დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება. ყველა თქვენი მოსაზრება არგუმენტირებულია და აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. შესწორებულ და დაზუსტებულ ვერსიას ოთხშაბათს გამოგიგზავნით.

რაც შეეხება ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვის საკითხს, ქართუ ჯგუფი მზად არის სრულად დაფაროს არსებული საჭიროებები (ცხრილი თან ერთვის შესაბამისი სპეციფიკაციებით) - თანხობრივად დაახლოებით 300 000 ლარის ოდენობით

რამდენადაც პროექტი არსობრივად სრულიად ინოვაციურია და საქართველოში ანალოგი არ გააჩნია, მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები დარგების როგორც უცხოელ ასევე ადგილობრივ სპეციალისტებთან.

 გაცნობებთ, რომ ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა წერილობითი და უშუალო მოლაპარაკება (მათ შორის ნესტან ტუკვაძის ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში) შვეიცარიის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის პარტნიორობით შვეიცარიის შესაბამის ინსტიტუციებთან. სამწუხაროდ, ამ დრომდე ხელშესახები პროგრესის გარეშე. თანხმობა გვაქვს გერმანიიდან - კოხ-მეჩნიკოვის ფორუმიდან თანამშრომლობაზე (საკითხი დეტალურად განხილულ იქნება ეკა კოხრეიძის ბერლინში 19-22 მარტის ვიზიტის ფარგლებში); 

19-22 თებერვალს ვენაში ჯანმოს ევროპის რეგიონული ვორქშოფის მიმდინარეობისას საკითხი ოფიციალური შეხვედრის ფორმატში დაისვა; - მასუდ დარასთან და მარტინ ვენ დენ ბუმთან შეთანხმების შემდეგ მომზადდა წერილი, რომლის პასუხადაც ველით ჯანმოს საკონსულტაციო დახმარებას გლობალური ფონდის შესაბამისი პროექტის ფარგლებში (-  . გამყრელიძესთან გაზიარებით). წინასწარი განაცხადი დაფინანსების მოთხოვნით უკვე გაკეთებულია

რასაკვირველია, გვქონდა კონსულტაციები რეაბილიტოლოგებთანაც - გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეაბილიტაციის განყოფილების გამგესთან, პროფესორ ნინო კერვალიშვილთან, ექიმ-ფიზიოთერაპევტთან  პროფესორ მაკრინე მირზიაშვილთან. გრძელდება კონსულტაციები სამედიცინო აპარატურის სპეციალისტებთან

დღის წესრიგში დგას საკითხი  სპეციალისტების მომზადების/გადამზადების შესახებ, მათ შორის აბასთუმნის ცენტრისთვის მიზნობრივი სარეზიდენტო სასწავლო კურსების და ადაპტირებული სასწავლო მოდულების თაობაზე - თქვენთან კონსულტაციების შემდეგ.

მიმდინარეობს მუშაობა ქალბატონ მარინასთან და ბატონ თემურთან გამართული შეხვედრის დროს წამოჭრილ საკითხებზე. ხვალისთვის დაგეგმილია შეხვედრა ბატონ დავით ბიბილაშვილთან აპარატურასთან დაკავშირებით. პარალელურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ქართუ ჯგუფთან და აბასთუმნის ცენტრის მენეჯმენტთან.

ქალბატონო თამარ, გთხოვთ, იმ კვირისთვის სამუშაო შეხვედრის დაგეგმვას, რათა გაგიზიაროთ საკითხთან მიმართებაში არსებული დინამიური ვითარება.

 

უაღრესი პატივისცემით,

 

ზაზა ავალიანი 

 

Zaza Avaliani, MD PhD Professor

Director, National Center for Tuberculosis and Lung Diseases

8, Achara str. Tbilisi, 0101 Georgia

Phone (office): (+995 32) 2910252

Phone (cell): (+995 599) 585336

 

 

On Sunday, March 3, 2019, 7:08:17 PM GMT+4, Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> wrote:

 

 

ბატონო ზაზა

 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კონცეფციისა და აღჭურვილობის ნუსხის გაზიარებისთვის. გიგზავნით ფაილებს გარკვეული კომენტარებითშეიძლება თქვენ უკვე გქონდათ ამ საკითხებზე მსჯელობა, ამიტომ ბოდიშს ვიხდი, თუ განმეორებით გაბრუნებთ ამ თემებთან-ჩემი შეკითხვები ძირითადად შეეხება ზოგიერთი აღჭურვილობის საჭიროების დასაბუთებას და სარეაბილიტაციო ცენტრის ფუნქციების დაზუსტებას

პალატებისთვის პაციენტის საწოლების და სხვა დამხმარე ავეჯის და აღჭურვილობის ნუსხა ცალკე გაქვთ

მზად ვარ ნებისმიერ დროს გავიაროთ ეს საკითხები

საუკეთესო სურვიულებით

თამუნა 


From: Zaza Avaliani <avalianizaza@yahoo.com>
Sent: Thursday, February 28, 2019 3:10 PM
To: dostaqari@gmail.com; themo@mail.ru; Shota Dvalishvili; Alibegashvili Zaza; zuraj@mail.ru; Mariam Darakhvelidze; Teimuraz Pirvelasvili; Tamar Gabunia; Tamar Gabunia
Subject:
აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის კონცეფცია და სამედიცინო აღჭურვილობის სქემა

 

ძვირფასო კოლეგებო,

 

ფილტვის დაავადებათა ეროვნული და აბასთუმნის ცენტრების თანამშრომელთა სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ დიდ პატივისცემას და გამოვხატავთ უაღრეს მადლიერებას ქართუ ჯგუფის მიმართ აბასთუმნის ახალი ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით;

 

წარმოგიდგენთ აღნიშნული სარეაბილიტაციო ცენტრის კონცეფციას, აგრეთვე სამედიცინო აპარატურის ჩამონათვალს, რომელიც ნაწილი (მითითებულია ფაილში) ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამიდან გადაეცემა ახალაშენებულ ცენტრს, ხოლო გარკვეული ნაწილი შეძენილი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არსებული შეთანხმების შესაბამისად

სამინისტროსთან და სამუშაოთა მწარმოებელ ჯგუფთან მუშაობა სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე გაგრძელდება დასახული გეგმის მიხედვით.

 

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

 

ზაზა ავალიანი

 

Zaza Avaliani, MD PhD Professor

Director, National Center for Tuberculosis and Lung Diseases

8, Achara str. Tbilisi, 0101 Georgia

Phone (office): (+995 32) 2910252

Phone (cell): (+995 599) 585336