| From : | Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge |
| Subject : | FCTC |
| Cc : | Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge> |
| Received On : | 04.08.2020 11:40 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით თამბაქოს კონტროლის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის (FCTC) სამდივნოდან მიღებულ ნოტას, რომელიც ეხება აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მ.წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებას გახურებადი თამბაქოს პროდუქტების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, აშშ-ში ნებადართული გახდა გახურებადი თამბაქოს სისტემის IQOS-ს მარკეტინგი და გახურებადი თამბაქოს რეკლამირებისას კომპანია Philip Morris Products S.A.-ს განსაზღვრული ინფორმაციის გამოყენების ავტორიზაცია მიენიჭა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ კონვენციის მხარეს არ წარმოადგენს, FCTC-ის სამდივნო შეახსენებს კონვენციის მხარეებს, რომ კონვენციის დებულებების თანახმად, გახურებადი თამბაქოს პროდუქტები თამბაქოს პროდუქტებს წარმოადგენენ და კონვენციის მე-13 მუხლი კრძალავს თამბაქოს
ყველა ფორმის, მათ შორის, გახურებადი თამბაქოს პროდუქტების რეკლამასა და წახალისებას.
FCTC-ის სამდივნო კონვენციის მხარეებს კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ და თამბაქოს კონტროლის პოლიტიკისა და კანონმდებლობის დაცვისკენ მოუწოდებს.
სს,
ნინო