From : Nino Balavadze <nbalavadze@mfa.gov.ge>
To : lklimiashvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; njinjolava@moh.gov.ge; l.shengelia@ncdc.ge
Subject : FCNM - მესამე დასკვნა საქართველოზე
Cc : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
Received On : 10.04.2019 08:06
Attachments :

მოგესალმები,

 

როგორც გახსოვთ, ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის (FCNM) იმპლემენტაციის მონიტორინგის მესამე ციკლის ფარგლებში, 2018 წლის 12-16 ნოემბერს შედგა ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის (ACFC) წევრთა ვიზიტი საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეთ:

ლიკა კლიმიაშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ქეთევან გოგინაშვილი - ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  

ნინო ჯინჯოლავა - სოციალური დაცვის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ლელა შენგელია - სსიპ . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა სამმართველოს

 

საქართველოში ვიზიტის შედეგად მრჩეველთა კომიტეტმა მოამზადა მესამე დასკვნა საქართველოზე (Third Opinion on Georgia) (საჯარო გახდება საქართველოს მთავრობის კომენტარების მიღების შემდეგ).

 

გიგზავნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამოგზავნილ წერილს და  მრჩეველთა კომიტეტის მიერ მომზადებულ მესამე დასკვნას.

კომენტარებისა და შენიშვნებისთვის (ინგლისურ ენაზე) ვადა გვაქვს 21 მაისი.

 

 

დროებით,

 

ნინო

 

 

 

 

ნინო ბალავაძე

 

პირველი მდივანი

ევროპის საბჭოს სამმართველო

საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

Tel: 2945000 ext: 18-12

Mob.: +995 599 80 15 97

 

CoE_001

 

P Please consider your environmental responsibility before printing this e-mail