From : Tamar Avalishvili <T.Avalishvili@mof.ge>
To : kgoginashvili@moh.gov.ge
Subject : EU-MFA
Cc : Ioseb Skhirtladze <i.skhirtladze@mof.ge>; Davit Shoshitashvili <d.shoshitashvili@mof.ge>
Received On : 28.01.2019 11:39

ქალბატონო ქეთევან მოგესალმებით,

 

2018 წლის აგვისტოს თქვეში საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომილს მიხედვით ქვეყანა ორ ტრანშად მიიღებს ჯამში 35 მლნ ევრო სესხსა და 10 მლნ ევრო გრანტს. აღნიშნული თანხების მეორე ტრანშის მისაღებად (20 მლნ სესხი და 5 მლნ გრანტი) საჭიროა მემორანდუმის ფარგლებში არსებული პირობების შესრულება, რომელთა შორის ერთ-ერთია:

 

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ძვირადღირებული მომსახურების გათვალისწინებით - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სოციალური მომსახურების სააგენტო განავრცობს შერჩევით კონტრაქტებთან დაკავშირებულ საპილოტე პროექტს - რომელიც ამჟამად მოიცავს მშობიარობას - და ჩართავს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში შემავალ სხვა სამედიცინო მომსახურებას, ყურადღება გამახვილდება ძვირადღირებულ მომსახურებაზე.

 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საკითხზე ვუკავშირდებოდით ქალბატონ ელზა ჯგერენაიას. გვაინტერესებს ღონისძიების მიმდინარეობა და სტატუსი. თუ აღნიშნული საკითხი არ შედის თქვენს კომპეტენციაში, გთხოვთ, მიგვითითოთ შესაბამისი საკონტაქტო პირი.

 

პატივისცემით,

თამუნა