From : PAR Council <parcouncil@gov.ge>
To : trostiashvili@justice.gov.ge; gmeunargia@justice.gov.ge; d.kalatozishvili@mrdi.gov.ge; n.gulua@mof.ge; dbujiashvili@mfa.gov.ge; t.tsetskhladze@mia.gov.ge; smekvabishvili@moesd.gov.ge; ekaterine.zviadadze@mepa.gov.ge; Genadi.Jangidze@mepa.gov.ge; nodarrazmadze@gmail.com; tamar.tsulukidze@yahoo.com; ttsulukidze@mes.gov.ge; ikochashvili@mod.gov.ge; gshaishmelashvil@mod.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; kochoradze@yahoo.com; iaghapishvili@csb.gov.ge; Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>
Subject : EU PAR ტექნიკური დახმარების პროექტი - კომუნიკაციის კომპონენტი
Cc : Ketevan Tsanava <ktsanava@gov.ge>; ia.makharashvili@sofreco.biz; jikidzes@gmail.com
Received On : 18.02.2020 12:55
Attachments :

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ 21 თებერვალს 12:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (შეხვედრების ოთახი N1) გაიმართება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტისსაჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში კომუნიკაციის კომპონენტთან დაკავშირებით.

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში მომზადდება და განხორციელდება საკომუნიკაციო გეგმა შიდა და გარე სამიზნე ჯგუფებისათვის. შიდა აუდიტორიად განისაზღვრა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე დასაქმებული საჯარო მოხელეები, ხოლო გარე აუდიტორიად - მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორი.

 

ზემოაღნიშნული მიზნით, უკვე ჩამოყალიბდა PAR კომუნიკაციების ჯგუფი (PAR Communication Network), რომლის წევრებიც ბენეფიციარი საჯარო უწყებების (ყველა სამინისტრო) კომუნიკაციების/საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან.

 

კომუნიკაციის სპეციალისტებთან ერთად, რეფორმის წარმატებული, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების პოპულარიზაციისათვის, ერთიანი აქტივობების შემუშავების მიზნით, აუცილებელია პროცესში თითოეული უწყების პოლიტიკის დაგეგმვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელთა ჩართვაც.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე, თქვენთან ერთად მოხდება საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვისათვის საჭირო სამუშაოების, ასევე PAR-ის ფარგლებში თქვენი უწყების მნიშვნელოვანი მიღწევების იდენტიფიცირება და სამომავლო გეგმებზე შეთანხმება.

 

გთხოვთ, შეხვედრაში მონაწილეობა დაგვიდასტუროთ 20 თებერვლის სამუშაო დღის ბოლომდე.

 

პატივისცემით,

 

 

photoGOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამდივნო
Public Administration Reform (PAR) Council Secretariat

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
Administration of the Government of Georgia

ინგოროყვას . 7, თბილისი 0114
7 Ingorokva str., Tbilisi, 0114

T:  032990900, (2081)
M: +995 593 35 45 10