ქ-ნო ქეთევან,
როგორც ჩვენი სატელეფონო საუბრისას მოგახსენეთ, 3-11 ოქტომბერს დაგეგმილია ჩვენს ტექნიკურ მხარდაჭერის პროექტზე მომუშავე ფრანგი ექსპერტების: ანდრეი ტრეტიაკის, ნიკოლას ლე გუენისა და ანტუან პოგორზელსკის ვიზიტი საქართველოში.
გამომდინარე იქიდან, რომ პარიზში PCR ტესტირების შედეგის აღებას შესაძლოა დასჭირდეს 72 საათზე მეტი დრო და ამდენად, ჩვენმა ექსპერტებმა ვერ შეძლონ აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, ვვარაუდობთ ტესტირების ჩატარებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ ლაბორატორიაში. თუმცა, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, მოგვიმზადოთ სამინისტროს სახელით გაცემული ოფიციალური მოსაწვევი წერილი. წერილის ტექსტს ინგლისურ და ქართულ ენებზე გიგზავნით დანართის სახით, თქვენი მხრიდან საჭირო იქნება მხოლოდ შესაბამის ფორმატში ჩასმა, ხელმოწერა და ბეჭდის დარტყმა.
ქ-ნო ნატა,
სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს, 5 ოქტომბერს, 11:30-ისთვის, ვიზიტის მიზნების გაცნობის მიზნით, გვსურს შეხვედრის ორგანიზება ქ-ნ თამარ გაბუნიასთან. ამასთანავე, გადავწყვიტეთ, ამ შეხვედრის ფარგლებშივე გავაკეთოთ მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია (ჩვენი ექსპერტის ვივიან კოვესის ვიდეო ჩართვის საშუალებით), და განვიხილოთ სამომავლო თანამშრომლობის მატრიცა. თუ შეიძლება, გვაცნობეთ თქვენთვის რამდენად მისაღებია ზემოთ მითითებული დრო.
წინასწარ დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის.
-
Best regards,
Natalia Gamgebeli
Local Coordinator
Expertise France - « Technical Assistance to Social Welfare in Georgia »
Mob.: +995 591 345532