From : Ekaterine Khositashvili <ekhositashvili@mfa.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>
Subject : Covax Facility Info
Cc : Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Alexander Maisuradze <a.maisuradze@mfa.gov.ge>; Shalva Tsiskarashvili <sh.tsiskarashvili@mfa.gov.ge>
Received On : 10.07.2020 10:09

მოგესალმებით,

გიდასტურებთ წერილის მიღებას.


აქვე, გაცნობებთ, რომ მ.წ. 9 ივლისს გაიმართა კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ვაქცინის გლობალური ალიანსის დირექტორი, სეთ ბერკლი  და covax-ის მეგობართა ჯგუფის წევრები (შვეიცარია და სინგაპური). 


შეხვედრაზე განხილულ იქნა ინსტრუმენტში მონაწილეობის დეტალები და ვაქცინის შესყიდვის საკითხები.როგორც Gavi-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პირველ ეტაპზე წევრი ქვეყნებისგან ინტერესის გამოხატვის წერილებს მიიღებენ, შემდეგ კი დაინტერესებულ ქვეყნებთან კონსულტაციები გაიმართება 16-17 ივლისს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ კი, ფინანსური ვალდებულების აღების თაობაზე წერილების გაგზავნის ბოლო ვადა მ.წ. 31 აგვისტო იქნება.


ჩვენს კითხვაზე ინტერესის გამოხატვის წერილით რამდენად ვიღებთ რაიმე ვალდებულებას, GAVI-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული წერილების მიზანს დაინტერესებული ქვეყნების/პოტენციური პარტნიორების დათვლა წარმოადგენს, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობა გაგრძელდება. 


აღინიშნა, რომ ინსტრუმენტში ამჟამად ვაქცინაზე მომუშავე 9 მწარმოებელი (ამერიკის, ევროპის, აზიის რეგიონებში) მონაწილეობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა მწარმოებლებთან. მიმდინარე პროექტების წარუმატებლობის შემთხვევაში, ვაქცინაზე მომუშავე ჯგუფების დივერსიფიცირების მიზნით და იგეგმება აფრიკის რეგიონის დამატებაც.


რაც შეეხება მეორე ტიპის შეთანხმებას (financially binding commitment), რომლის თანახმადაც წევრი ქვეყნები ფინანსურ ვალდებულებას იღებენ მოსახლეობის 20%ისთვის ვაქცინის შესყიდვის თაობაზე, ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის. 

ამ ეტაპზე ვაქცინის განაწილების კრიტერიუმებად კვლავ სამედიცინო პერსონალი, ხანდაზმული ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები რჩებიან. მიწოდებისას პრიორიტეტი კი კოვიდ19-ით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს მიენიჭებათ.


იმის მიუხედავად, რომ ინსტრუმენტი სრულად ფორმირებული არ არის, ფინანსურად ვალდებულებითი შეთანხმებების მიზანია, მწარმოებლებს წარმოების სტიმული გაუჩნდეთ და ზუსტად იცოდნენ ვაქცინის დამზადების შემთხვევაში რამდენი მომხმარებელი ეყოლებათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინსტრუმენტში მონაწილე ქვეყნებისთვის ვაქცინის ფასი მნიშვნელოვნად (95%ით) დაბალი იქნება  საბაზრო კომერციულ ფასთან შედარებით. 


შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ვაქცინის ფასი და წინასწარ გასაწევი კონტრიბუციის (upfront payment) ოდენობა- ვინაიდან ჯერ ვაქცინა შექმნილი არ არის და არც ინსტრუმენტში მონაწილე ქვეყნების რაოდენობაა ცნობილი, ფასის დადგენა წინასწარ რთულია. ვაქცინის ფასი დამოკიდებული იქნება ინსტრუმენტში მონაწილე ქვეყნების რაოდენობაზე, მოსახლეობის რაოდენობასა და შემოსავლებზე. განსხვავებული პირობები იქნება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისთვის.  


როგორც აღინიშნა 2020-2021 წლებისთვის ინსტრუმენტის ფუნქციონირებისთვის 18 მლრდ აშშ დოლარია საჭირო, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული თანხის მობილიზებისთვის ინსტრუმენტში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, GAVI საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების რესურსს გამოიყენებს. 


16-17 ივლისის კონსულტაციებზე დეტალებს მოგაწვდით დამატებით.


სს,


ეკატერინე ხოსიტაშვილი







From: Maia Nikoleishvili
Sent: Thursday, July 9, 2020 3:22 PM
To: Nino Kovziridze; Ekaterine Khositashvili
Cc: Nino Shekriladze; David Abesadze; Ketevan Goginashvili
Subject: RE: Invitation Letter: COVAX Facility
 

მოგესალმებით,

გიგზავნით ვაქცინის გლობალური ალიანსის (GAVI) აღმასრულებელი დირექტორის სახელზე მინისტრის წერილს, კოვიდ19-ის ვაქცინაზე გლობალური წვდომის ინსტრუმენტში (COVAX) მონაწილეობასთან დაკავშირებით.

გთხოვთ, უზრუნველყოთ თანდართული წერილის ადრესატისათვის მიწოდება.

სს,

მაიკო

 

 

From: Nino Kovziridze
Sent: Monday, July 6, 2020 2:12 PM
To: Maia Nikoleishvili ; Ketevan Goginashvili
Cc: Nino Shekriladze ; David Abesadze
Subject: Invitation Letter: COVAX Facility

 

მოგესალმებით

 

გიგზავნით ვაქცინის გლობალური ალიანსის (GAVI) აღმასრულებელი დირექტორისსეთ ბერკლის წერილს რომელიც ეხება კოვიდ19-ის ვაქცინაზე გლობალური წვდომის ინსტრუმენტში (COVAX) მონაწილეობას

 

წერილს თან ერთვის ინფორმაცია COVAX-ის შესახებ და საპასუხო წერილის შაბლონი

 

გთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გვაცნობოთ თქვენი პოზიცია

 

სს,

ნინო

 

Nino Kovziridze

Attaché

Department of International Organizations

Ministry of Foreign Affairs of Georgia

Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03

0118, Tbilisi, Georgia                                                    

4, Shio Chitadze Street​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​​