From : GVINIANIDZE, Kakha <gvinianidzek@who.int>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : COVID19 Behaviour Insights study, results of first and second waves
Cc : Maya Kurtsikidze <mkurtsikidze@unicef.org>
Received On : 18.05.2020 18:53
Attachments :

ქალბატონო ქეთი,

 

გიგზავნით კოვიდ19 პანდემიასთან დაკავშირებით მოსახლეობის გამოკითხვის პირველი და მეორე რაუნდის/ტალღის ანგარიშს, პრეზენტაციას და ასევე სტატისტიკურ ანალიზს. ეს მასალა განკუთვნილია მონაცემთა მფლობელის, ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობისათვის. როგორც ხედავთ ანგარიშისაგან განსხვავებით პრეზენტაცია ინგლისურ ენაზეა, რადგან ამ ეტაპზე დროის სიმცირის გამო, ჩვენს უცხოელ კოლეგებთა შეთანხმებისა და შესაძლო პრეზენტაციისთვის ეს უფრო მოსახერხებელად ჩაითვალა.

 

როგორც ვისაუბრეთ თუკი სამინისტროს ხელმძღვანელობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, უახლოეს ხანებში, გავმართოთ კვლევის შედეგების 1 საათიანი ონლაინ პრეზენტაცია თქვენთვის და სამინისტროს მიერ შერჩეულ მონაწილეთა განსაზღვრული წრისთვის. თუკი თანახმა იქნებით, გთხოვთ გვაცნობოთ სამინისტროსთვის მოსახერხებელი თარიღი და დრო.

 

გარდა ამისა, ველით ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე, ცალკე გვერდის ლინკს, რათა ჩვენს კოლეგებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ავტომატურ რეჟიმში ატვირთონ კვლევის ყოველი ტალღის ანალიზის შედეგები.

 

ამ კვლევის შედეგებით დაინტერესებულ პირთა წრე კიდევ უფრო ფართოა, თუმცა სამინისტროს ნებართვის გარეშე სხვა გარეშე ორგანიზაციებს თუ პირებს ჩვენ მას არ ვუზიარებთ. კარგი იქნებოდა თუკი სამინისტრო შეიმუშავებდა მიდგომას ამ თვალსაზრისით, რათა კვლევის შედეგები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული პანდემიასთან ბრძოლაში.

 

კვლევა გრძელდება და შემდეგი რაუნდის შედეგებიც დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ გახდება ცნობილი.

 

პატივისცემით,

კახა

 

Kakha Gvinianidze

National Professional Officer

WHO Country Office Georgia

 

Office location: 81 Vasil Barnov Street, 0179 Tbilisi, Georgia

Mailing address: UN House, 9 Rapiel Eristavi Street, 0179 Tbilisi, Georgia

Mobile: +995 599 920 760

Email: gvinianidzek@who.int

Skype: kakha.gvinianidze7

Web: www.euro.who.int