კომიტეტის ძვირფასო წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ, გლობალური ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნებს ეძლევა შესაძლებლობა 31 მაისისთვის წარადგინონ განაცხადი დამატებითი დაფინანსების მიღების მიზნით. დაფინანსების მოცულობა განსაზღვრულია დონორის მიერ და საქართველოსთვის შეადგენს 570 000 აშშ დოლარს. გლობალური ფონდის პროგრამების განმახორციელებელი გუნდის მიერ, დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადი, რომელიც წერილს თან ერთვის.
გთხოვთ, თქვენი კომენტარები და მოსაზრებები მოგვაწოდოთ არა უგვიანესს 25 მაისის 14:00 საათისა. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ განაცხადი შეთანხმებულად ჩაითვლება კომიტეტთან.
პატივისცემით,
თამარ ზურაშვილი
პოლიტიკის და ადვოკატირების სპეციალისტი