ცხადია, რომ საზოგადოება COVID-19 -ის, როგორც ძლიერი სტრესორის, ზეგავლენით ავლენს მთელ რიგ პრობლემებს, მათ შორის, მაღალი შფოთვა, ძილის დარღვევები, დეპრესიული ფონი, აგრესიულობა და სხვ. ჩვენი რეაგირება ვირუსზე არ იქნება სრული, თუ არ გავითვალისწინებთ და ვუპასუხებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებსაც.
ჩვენ, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, ვცდილობთ ახალის ვირუსის საფრთხის შეგრძნების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს გადაუდებელი ფსიქოსოციალური კონსულტირების მიწოდებას.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან (მაგ; “ნდობა") ერთად - დონორების (ევროკომისია და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო) ხელშეწყობით, ვცდილობთ, დავაკოორდინიროთ და გავმართოთ დისტანციური სერვისის მიწოდება.
ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირების პრობლემების რანჟი, მოგეხსენებათ, ფართოა - ჩვენ ამ ეტაპზე კონსულტირებას ე.წ. გავრცელებულ ფსიქიკური აშლილობების (common mental disorders) და პრობლემების მქონე პირთ დავეხმარებით 14 წლის ასაკიდან. პრიორიტეტი მიენიჭებათ ინფიცირებულ და მკურნალობაზე მყოფ პირებს და ოფიციალურ კარანტინზე მყოფ პირებს. უნდა ავღნიშნოთ, რომ მომატებული შფოთვა და მრავალფეროვანი სიმპტომატიკა მოსალოდნელი ფენომენია ამ ძლიერი და მიმდინარე სტრესის გათვალისწინებით; ხშირად სწორედ მაღალ საფრთხესთან გამკლავების და მობილიზების მცდელობაა და, შესაბამისად, უნდა ვერიდოთ პრობლემების “პათოლოგიზაციას” და “მედიკალიზაციას”. ჩვენი ჩარევებიც სწორედ ნორმალიზაციის და სტაბილიზაციის პრინციპებს ეფუძნება. კლუბი სინერგიის შესახებ ინფორმაცია, ასევე, ბმულშია.
ასევე, მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საჭიროა ე.წ. სწრაფი შეფასების (rapid assessment) კვლევის დაგეგმა და ჩატარება ვირუსის ზეგავლენის შესასწავლად ჩვენი მოსახელობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ჩარევების შესაბამისად დაგეგმა. ეს არის ჯანმოს მაღალი წარმომადგენლობითი ორგანოს - IASC -ის რეკომენდაციაც (IASC Interim Briefing Note, Feb. 2020 - იხ. ბმულში). ამჟამად სწორედ კვლევის ამ პროტოკოლზე ვმუშაობთ ბრიტანელ კოლეგებთან ერთად.