პატივცემულო კოლეგებო,
საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის მე-6 ეროვნულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ტარდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯეც) ორგანიზებით, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან (CDC) ერთად. შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 6-7 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N99).
წლევანდელი შეხვედრის მთავარი განხილვის თემას წარმოადგენს საქართველოში ელიმინაციის სამოქმედო გეგმის (2016-2020) და ელიმინაციის პროგრამის განხილვა- განსუკუთრებით C ჰეპატიტის სკრინინგის, მკურნალობის და მკურნალობაში ჩართვის საკითხების, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაციების მიხედვით მომზადებული 2019-2020 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შეფასება და სერვისთა დეცენტრალიზაციის განხილვა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გილიადისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
წერილს თან ახლავს შეხვედრის წინასწარი დღის წესრიგი.
პატივისცემით,
ეკატერინე ადამია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110