| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | Blood Bank-Relocation to Central Rebuplican Hospital |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 03.07.2019 08:21 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი,
როგორც ვისაუბრეთ მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სისხლის ბანკების ინფრაქტრუსტურის მოწესრიგების საკითხი, რუსთავის ბანკის გარდა (რომელსაც ლიცენზია შეუჩერდა), პრობლემური გახდა თბილისი ცენტრალური სისხლის ბანკი, რომელიც მდებარეობს უზნაძის ქუჩაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №180 (25.06.2019წ) განკარგულების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა თანხმობა ქ. თბილისის მთავრობის 2019 წლის 13 ივნისის № 19.622.866 განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების, ქ.თბილისში დ. უზნაძის ქ. № 43-ში მდებარე მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, გაცვლის ფორმით პრივატიზებაზე. განიხილება ბანკისთვის ალტერნატიული ფართი კვლავ ძველ, გაურემონტებელ შენობაში, რაც სერიოზული საფრთხეა ამ მაღალი დატვირთვის მქონე (წელიწადში 8000-მდე დონაცია) ბანკის ფუნქციონირების უწყვეტობის თვალსაზრისით. მეტი დეტალი აღწერილაია დანართებში.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ამ ბანკის განთავსება, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს, იქნებოდა ოპტიმალური გადაწყვეტა. ბანკს სრული ფუნქციონირებისთვის, განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით სჭირდება 1000-1200 კვ.მ ფართი. თუ ამ პოზიციას გაიზიარებთ მივცემ მსვლელობა მოხსენებით ბარათს მინისტრის თანხმობისთვის, რათა დავიწყოთ ფორმალური კონსულტაციები და ადგილზე შესწავლის პროცედურები.
დაველოდები თქვენს გამოხმაურებას!
დიდი მადლობა!
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister