საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030146477168117
             № 01-206/ო 25 / სექტემბერი / 2017 წ.             
,,ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ“

ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის 89- მუხლის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებსაქართველოს კანონის 31- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის    შესაბამისად,

:

1. საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას ონკოლოგიის ეროვნული საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

) დავით  სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

) ნინო ბერძული - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

) მარინა დარახველიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;

     დ) ეკატერინე ადამია - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების  სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;

ე) ქეთევან გოგინაშვილი – სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის  პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;

       ) ნათია ნოღაიდელი - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის  რეგულირების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;

) თეა თავიდაშვილისამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების  სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, საბჭოს წევრი;

) ლელა წოწორია  -  სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების  სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, საბჭოს წევრი;

) ამირან გამყრელიძესამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის(შემდგომში - ცენტრი) გენერალური დირექტორი, საბჭოს წევრი;

) ირმა ხონელიძეცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, საბჭოს წევრი;

         ლ) მაია კერესელიძეცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსისაბჭოს წევრი;

           მ) ლელა სტურუაცენტრის  არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსისაბჭოს წევრი;

) ნანა მებონიაცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;

         ) ეთერი ყიფიანიცენტრის სახელმწიფო პროგრამების ანალიზის სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;

      პ) ლიანა მგალობლიშვილიცენტრის სახელმწიფო პროგრამების ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, საბჭოს წევრი.

 

2. საბჭოს მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვო:

         ა) ალექსანდრე თავართქილაძეს – შპს პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირქტორი, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

) ნია შარიქაძეს -შპს  „მედიქლაბ ჯორჯიასკლინიკური ონკოლოგი;

) თამარ მელქაძეს - შპს "უნივერსალური სამედიცინო ცენტრი" კლინიკური ონკოლოგი;

) ნინო შარაშენიძეს - შპს „მ. ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრი ექიმი ჰემატოლოგი/ტრანსფუზიოლოგი;

      ) რემა ღვამიჩავას - შპს "უნივერსალური სამედიცინო ცენტრი" ონკოქირურგი, ბდომინალური ონკოქირურგი, ონკოპროქტოლოგი;

) დავით ქოჩიაშვილს - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის მიმართულების პროფესორი.მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

           ზ) დინა ქურდიანს - შპს თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკოგინეკოლოგი. ,,ალიანსი კიბოს წინააღმდეგ" ვიცე–პრეზიდენტი. 2013 წლიდან ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოების – EESGO ნაციონალური    წარმომადგენელი.

) ვლადიმერ კუჭავას - შპს "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი

) ნინო ტოტოღაშვილს - შპს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე. ქ. ფრაიბურგის უნივერსიტეტის მედიცინის  დოქტორი.

         კ) კონსტანტინე მარდალეიშვილს - შპს ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ხელმძღვანელი;

         ლ) ფრიდონ თოდუას - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;

           ) თენგიზ ჩარკვიანს - სს უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ონკო-გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი;         

       ნ
) დარეჯან ლომიძეს - შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკა, სხივური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

          ო) ნატალია შენგელია-დე ლანგეს - შპს „ავერსისკლინიკის ბირთვული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ბირთვული მედიცინის სპეციალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

            პ) გიორგი (გოგიტა) ძაგნიძეს - შპს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი;

            ) ვასილ ტყეშელაშვილს - შპს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი;

           რ) ასმათ შენგელაიას - შპს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს  ონკო–ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

           ს) ლევან ჯუღელს - გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი;

      ტ) გიორგი ბურკაძეს - აიპ საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

          უ) მაკა მაღლაკელიძეს - შპს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ონკოლოგიის დარგში.

 

3. ონკოლოგიურ დაავადებათა ცალკეული ასპექტების თემატური განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს და საკონსულტაციო პროცესში ჩართოს დამატებით ექსპერტები, საქართველოს საპატრიარქოს, საერთაშორისო განვითარებითი სააგენტოებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4. საბჭოს ამოცანებია:

           ა) ონკოლოგიურ დაავადებათა ავადობისა და სიკვდილიანობის მონაცემებისა და ქვეყანაში არსებული შესაბამისი სამსახურების სიმძლავრეების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება კიბოს პრევენციისა და კონტროლის გაძლიერების, ეროვნული პოლიტიკისა და სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით;

           ბ) ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შემუშავებული პროექტების, წინადადებების, დასკვნების მომზადება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის წარდგენა;

      გ) ონკოლოგიურ დაავადებათა ავადობისა და სიკვდილიანობის შესახებ არსებული მონაცემების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და რუტინული ადმინისტრაციული სტატისტიკის რეფორმისა და ეპიდზედამხედველობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;

          დ) საბჭოს მუშაობის შედეგად მიღებული მონაცემებისა და რეკომენდაციების გავრცელების უზრუნველყოფა;

           ე) ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია.

5. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მოადგილე.

6. საბჭოს სხდომები იმართება მინიმუმ წელიწადში 3-ჯერ. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაიმართოს დამატებითი სხდომები.

7. საბჭოს რეკომენდაციები მიიღება კენჭისყრით, საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, კონსენსუსის ვერ მიღწევის შემთხვევაში გადამწყვეტი  ხმის უფლებას იყენებს თავმჯდომარე.

8. საბჭოს წევრთა უფლება-მოვალეობანი:

საბჭოს წევრს უფლება აქვს:

) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში;

) ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს  საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას;

) დროულად მიიღოს საბჭოს სხდომაზე მოწვევა;

) დააყენოს საკითხი, ინიციატივა სამდივნოსთან შეთანხმებითკენჭისყრაზე;

) მიიღოს ინფორმაცია საბჭოს საქმიანობის შესახებ;

) დამატებითი სხდომის მოთხოვნით მიმართოს საბჭოს სამდივნოს.

9. საბჭოს სამდივნოს ფუნქციის შესრულება დაევალოს   სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს

) საბჭოს სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება 1 წევრით:

.) გვანცა გასვიანი - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების  სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, საბჭოს მდივანი;

       )   სამდივნო უფლებამოსილია:

.) ორგანიზება გაუწიოს საბჭოს შეხვედრებს. შეადგინოს დღის წესრიგი, მოამზადოს შეხვედრისთვის  საჭირო  დოკუმენტაცია;

.) მოამზადოს თითოეული სხდომის ოქმიშეინახოს მასალები, კორესპოდენცია, პრეზენტაციები;

.) მოიწვიოს საბჭოს წევრები სხდომებზე;

.) აწარმოოს საბჭოს წევრთა დასწრების  აღრიცხვა;

.შექმნას თემატური ჯგუფები საბჭოს წევრთა და  საჭიროების შემთხვევაშიდარგის მოწვეული ექსპერტების შემადგენლობით, აქტუალურ საკითხებზე სამუშაოდ;

.თავჯდომარეს წარუდგინოს  საბჭოს მუშაობის წლიური ანგარიში

10. საბჭოს წევრის სტატუსის გაუქმება ხდება მისი წერილობითი მომართვის საფუძველზე ან საბჭოს გადაწყვეტილებით

1
1. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრი
დავით სერგეენკო