|
|||||
|
|||||
|
„დიაბეტის
მართვის“ სახელმწიფო პროგრამის, „დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა
მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში ულტრახანმოკლე და
ულტრახანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგების განაწილების კომისიის
შექმნის თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის № 01-297/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე
|
|||||
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1.
„დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის, „დიაბეტით დაავადებულ
პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში
ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგების
განაწილების კომისიის შექმნის თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის № 01-297/ო
ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების: ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის „ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა და მე–19 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, “2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილების N13 დანართის (დიაბეტის მართვა) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე დანართის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების ფარგლებში შესყიდული ულტრახანმოკლე და ულტრახანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგების განაწილების ორგანიზებისთვის.“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოს: ა) დავით ვირსალაძეს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ენდოკრინოლოგი; ბ) დავით მეტრეველს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ენდოკრინოლოგი; გ) ელენე გიორგაძეს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ენდოკრინოლოგი; დ) რამაზ ყურაშვილს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ენდოკრინოლოგი; ე) მარინა გორდელაძეს - ქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ენდოკრინოლოგი; ვ) ზურაბ რობიტაშვილს - შპს აკად. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი - "ენმედიცის" ექიმი-ენდოკრინოლოგი; ზ) მაია ნიშნიანიძეს - შპს „დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი (დიაბეტოლოგი); თ) ეკატერინე კვარაცხელიას - შპს "დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის" ექიმი-ენდოკრინოლოგი; ი) ეკატერინე ფაცაციას - სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის‘‘ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ექიმი-ენდოკრინოლოგი (დიაბეტოლოგი); კ) თეა მაისურაძეს - შპს “დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი; ლ) ქეთევან ტაბატაძეს - შპს “ენდოკრინოლოგიური ცენტრის- MG” ექიმი-ენდოკრინოლოგი; მ) თამარ ზერეკიძეს - შპს ”ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის” ექიმი-ენდოკრინოლოგი; ნ)კობა ამირხანაშვილს - ა(ა)იპ ,,დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის" პრეზიდენტი. 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი დავით სერგეენკო |