| ||||||||
საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზ.144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ცხელი ხაზი: (+995 32) 251 00 26; 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსს ბატონ გრიგოლ გადელიას | ||||||||
ბატონო გრიგოლ, ასევე, გაცნობებთ, რომ „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად „სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ“. ამავე კანონის 21-ე მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა მესამე პირზე შესაძლებელია პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით ან/და სასამართლოს გადაწყვეტილებით. შესაბამისად, თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებას, რადგან „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 17-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე „სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის, აგრეთვე მათი ასლის მიღების შესახებ მოთხოვნა წერილობით წარედგინება სამედიცინო დაწესებულებას“ ("ფსიქიკური ჯანმრთელობის" სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები განსაზღრულია 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბერის N674 დადგენილებით).
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ადამია |