საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030197636542817
             № 01-225/ო 19 / ოქტომბერი / 2017 წ.             
,,C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ"

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის,  მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის,  მე–19 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, 

ვბრძანებ:

 1.    C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის კოორდინაციის მიზნით  შეიქმნას C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა)

 დავით სერგეენკო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

ბ)

ამირან გამყრელიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული – სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, საბჭოს წევრი;

გ)

ეკატერინე ადამია

სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;

დ)

თეა ჯიქია

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული – სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბჭოს წევრი;

ე)

მაია წერეთელი

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული – სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, სგგდ და ჰეპატიტების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;

ვ)

თენგიზ ცერცვაძე

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი“-ს გენერალური დირექტორი, საბჭოს წევრი;

  ზ)

ლალი შარვაძე

ექიმი - ინფექციონისტი, შპს ქართულ-ფრანგული ერთობლივი ჰეპატოლოგიური კლინიკა ,,ჰეპა“, საბჭოს წევრი;

თ)

ვახტანგ ქერაშვილი

ექიმი - ინფექციონისტი, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი“, ვირუსული ჰეპატიტების  განყოფილების გამგე, საბჭოს წევრი;

ი)

მაია ბუწაშვილი

ექიმი - ინფექციონისტი, შპს ,,ნეოლაბი“, საბჭოს წევრი;

კ)

ბეტ სკაგსი

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი, საბჭოს წევრი;

ლ)

მარი ჩოხელი

ააიპ ,,ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, ზიანის შემცირების პროგრამის კოორდინატორი, საბჭოს წევრი;

მ)

დავით კახაბერი

ააიპ "თანასწორობის მოძრაობა" , აივ/ინფექცია შიდსის პრევენციის ნაციონალური პროგრამის კოორდინატორი, საბჭოს წევრი;

ნ)

კონსტანტინე ლაბარტყავა

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (Ge-CAB) გამგეობის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

ო)

თამარ ბორცვაძე

ადვოკატირების უფროსი ოფიცერი, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მსოფლიო ექიმების" საქართველოს წარმომადგენლობა, საბჭოს წევრი.

 

        

2.      საბჭო უფლებამოსილია:

ა)  მოიწვიოს და საკონსულტაციო პროცესში ჩართოს დამატებით ექსპერტები, C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში მონაწილე მოხელეები, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

ბ) შექმნას თემატური ჯგუფები საბჭოს წევრთა და  საჭიროების შემთხვევაში დარგის მოწვეული ექსპერტების შემადგენლობით, მათ შორის:

ბ.ა) C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის კლინიკური მონიტორინგისა და შედეგების ანალიზი უზრუნველსაყოფად, ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის კლინიკური ჯგუფი“;

ბ.ბ) C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო აქტივობების სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და აღნიშნული აქტივობების კოორდინაციის მიზნით - ,, C ჰეპატიტის ელიმინაციის სამეცნიერო საბჭო“.

3.      საბჭოს ამოცანებია:


) C ჰეპატიტით ავადობის და სიკვდილიანობის მონაცემებისა და ქვეყანაში არსებული შესაბამისი სამსახურების სიმძლავრეების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება C ჰეპატიტის ეროვნული პოლიტიკისა და სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით;

ბ) C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების დასამტკიცებლად წინადადებებისა და  რეკომენდაციების მომზადება;

გ) C ჰეპატიტით ავადობისა და სიკვდილიანობის, ასევე ბენეფიციართა შესახებ არსებული მონაცემების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ელექტრონული ბაზების შემუშავების, დანერგვისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

დ) C ჰეპატიტის ელიმინაციის ეფექტური განხორციელებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მათ შორის, უახლესი თაობის ანტივირუსული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად;

ე) საბჭოს მუშაობის შედეგად მიღებული მონაცემებისა და რეკომენდაციების გავრცელების უზრუნველყოფა;

 ვ) C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების კოორდინაცია.
         
       4. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - თავმჯდომარის მიერ დელეგირებული პირი.

        5. საბჭოს სხდომები იმართება მინიმუმ წელიწადში 3-ჯერ. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაიმართოს დამატებითი სხდომები.

            6. საბჭოს რეკომენდაციები მიიღება კენჭისყრით, საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, კონსენსუსის ვერ მიღწევის შემთხვევაში გადამწყვეტი  ხმის უფლებას იყენებს თავმჯდომარე.

7. საბჭოს წევრთა უფლება-მოვალეობანი:

საბჭოს წევრს უფლება აქვს:

.) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში;

.) ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს  საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას;

.) დამატებითი სხდომის მოთხოვნით მიმართოს საბჭოს სამდივნოს.

საბჭოს  წევრი პასუხისმგებელია:

.) დაიცვას წინამდებარე დებულება და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

.) გაუფრთხილდეს საბჭოს ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას;

.) არ გამოიყენოს საბჭოს წევრის სტატუსი პირადი ან ინსტიტუციური ინტერესების გასატარებლად;

.) დაესწროს და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ყოველ შეხვედრას. წევრები, რომლებიც წლის განმავლობაში არ დაესწრებიან სხდომათა ნახევარზე მეტს, დატოვებენ საბჭოს შემადგენლობას, საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით;

.) საბჭოს თავმჯდომარის/სამდივნოს მიმართვის საფუძველზე შეასრულოს ტექნიკური და საექსპერტო სამუშაო საბჭოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;

.) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცალკეული საკითხის განხილვაში, მათ შორის ელექტრონული მიმოწერის ფორმატში.

8. საბჭოს სამდივნოს ფუნქციის შესრულება დაევალოს  სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს:

) საბჭოს სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება 1 წევრით:

.) ია ყამარაული - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების  სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, საბჭოს მდივანი;

         )   სამდივნო უფლებამოსილია:

.) ორგანიზება გაუწიოს საბჭოს შეხვედრებს. შეადგინოს დღის წესრიგი, მოამზადოს შეხვედრისთვის  საჭირო  დოკუმენტაცია;

.) მოიწვიოს საბჭოს წევრები სხდომებზე;

.) მოამზადოს თითოეული სხდომის ოქმიშეინახოს მასალები, კორესპოდენცია, პრეზენტაციები.

         9. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 დეკემბრის  N01-312/ო ბრძანება.

         
10.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

მინისტრი
დავით სერგეენკო