On Mar 25, 2020, at 12:12, nino makhashvili <nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge> wrote:

ძვირფასო კოლეგებო,

ამ წერილით გვინდა მოგაწოდოთ მოკლე ინფორმაცია მიმდინარე ინიციატივების შესახებ.
ცხადია, რომ საზოგადოება  COVID-19 -ის, როგორც ძლიერი სტრესორის, ზეგავლენით ავლენს მთელ რიგ პრობლემებს, მათ შორის, მაღალი შფოთვა, ძილის დარღვევები, დეპრესიული ფონი, აგრესიულობა და სხვ. ჩვენი რეაგირება ვირუსზე არ იქნება სრული, თუ არ გავითვალისწინებთ და ვუპასუხებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებსაც.

ჩვენ, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, ვცდილობთ ახალის ვირუსის საფრთხის შეგრძნების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის  პრობლემების დროს გადაუდებელი ფსიქოსოციალური კონსულტირების მიწოდებას.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან (მაგ; “ნდობა") ერთად - დონორების (ევროკომისია და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო) ხელშეწყობით, ვცდილობთ, დავაკოორდინიროთ და გავმართოთ დისტანციური სერვისის მიწოდება. 

ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირების პრობლემების რანჟი, მოგეხსენებათ, ფართოა - ჩვენ ამ ეტაპზე კონსულტირებას ე.წ. გავრცელებულ ფსიქიკური აშლილობების (common mental disorders) და პრობლემების მქონე პირთ დავეხმარებით 14 წლის ასაკიდან. პრიორიტეტი მიენიჭებათ ინფიცირებულ და მკურნალობაზე მყოფ პირებს და ოფიციალურ კარანტინზე მყოფ პირებს. უნდა ავღნიშნოთ, რომ მომატებული შფოთვა და მრავალფეროვანი სიმპტომატიკა მოსალოდნელი ფენომენია ამ ძლიერი და მიმდინარე სტრესის გათვალისწინებით; ხშირად სწორედ მაღალ საფრთხესთან გამკლავების და მობილიზების მცდელობაა და, შესაბამისად, უნდა ვერიდოთ პრობლემების “პათოლოგიზაციას” და “მედიკალიზაციას”. ჩვენი ჩარევებიც სწორედ ნორმალიზაციის და სტაბილიზაციის პრინციპებს ეფუძნება. კლუბი სინერგიის შესახებ ინფორმაცია, ასევე, ბმულშია.

ასევე, მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საჭიროა ე.წ. სწრაფი შეფასების (rapid assessment) კვლევის დაგეგმა და ჩატარება ვირუსის ზეგავლენის შესასწავლად ჩვენი მოსახელობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ჩარევების შესაბამისად დაგეგმა. ეს არის ჯანმოს მაღალი წარმომადგენლობითი ორგანოს - IASC -ის რეკომენდაციაც (IASC Interim Briefing Note, Feb. 2020 - იხ. ბმულში). ამჟამად სწორედ კვლევის ამ პროტოკოლზე ვმუშაობთ ბრიტანელ კოლეგებთან ერთად.
<IASC Interim Briefing Note on COVID-19 Outbreak Readiness and Response Operations - MHPSS.pdf>
<კლუბი სინერგია-ფსიქოსოციალური დახმარების სამსახური.docx>

პატივისცემით,
ნინო

Dr. Nino Makhashvili, PhD.

Associate Professor, Faculty of Business, Technology and Education 

Head of Mental Health Resource Center

Ilia State University Tbilisi Georgia | Q. Cholokashvili Av. 3/5. E 122

Cell: +995 599113478

nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge

http://www.iliauni.edu.ge

ResearchGate

Scopus

https://orcid.org/0000-0002-2365-2939


The University MH Resource Center promotes professional competence building, research and networking in mental health.

Director | Global Initiative on Psychiatry – Tbilisi
49A Kipshidze Str.
/7 Gabashvili Str. | Tbilisi 0162 Georgia
Tel/Fax: 995 32 2214006/08 or 995 32 2235314
Email: nmakhashvili@gip-global.org
www.gip-global.org

Global Initiative on Psychiatry - Tbilisi (GIP-T) aims to promote humane, ethical and effective mental health care in countries of Caucasus and Central Asia.