| |||||
| |||||
„რეფერალური
მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის
შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით კომისიის
შემადგენლობის, მისი საქმიანობის პრინციპების, მომსახურების მოცულობის,
დაფინანსების მექანიზმისა და ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების
განსაზღვრის შესახებ | |||||
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილების პირველი მუხლის, დადგენილებით დამტკიცებული ,,კომისიის საქმიანობის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,ჰ2 ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) დავით სერგეენკო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ბ) ნოე ქინქლაძე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; გ) ხათუნა ჩაჩავა - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; დ) მაია ქიმერიძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;
ე) თინათინ საჩკოვი - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი; ვ) ნინო რამიშვილი - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი; ზ) ნინო ვარდია - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი. 2. ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კომისიამ უზრუნველყოს შემდეგი სპეციალური შემადგენლობით: ა) დავით სერგეენკო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ბ) გ) სოფიკო ბელქანია - სამინისტროს ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; დ) ავთანდილ თალაკვაძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, კომისიის წევრი; ე) მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი - სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; ვ) ხათუნა ჩაჩავა - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; ზ) მაია ქიმერიძე - სააგენტოს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო პროგრამების ფინანსური ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; თ) ნინო რამიშვილი - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი; ი) ქეთევან ბაკარაძე - აფხაზეთის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი; კ) ზვიად ზვიადაძე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ა/რ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; ლ) თამაზ ბესტაევი - საქართველოს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი; მ) ზურაბ წითლაური - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკური დაგეგმარების დეპარტამენტის საფინანსო სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი; ნ) ნინო ვარდია - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი. 3. „რეფერალური მომსახურების” ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების დაფინანსების თაობაზე მოქალაქის/დაწესებულების/ორგანიზაციის (შემდგომში - განმცხადებელი) ან პაციენტის (შემდგომში - მოსარგებლე) განცხადებები/შუამდგომლობები თანდართული დოკუმენტებით (შემდგომში - დოკუმენტი) შევიდეს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოში. 4. სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველომ უზრუნველყოს: ა) განმცხადებლის/მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების აღრიცხვა, მისი ტექნიკური და პირველადი ექსპერტიზა, რაც გულისხმობს საბუთების სრულყოფილად წარმოდგენის სისწორის შემოწმებას და დახარისხებას შესაბამის კომისიაზე განსახილველად; ბ) დოკუმენტით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობის განსაზღვრა „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილებით (შემდგომში - N331 დადგენილება) გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან; გ) საჭიროების შემთხვევაში, შემოსულ დოკუმენტზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება წერილობით, ელექტრონულად ან სხვა მატერიალურ - ტექნიკური საშუალების გამოყენებით, კომისიის სხდომაზე განსახილველად; დ) კომისიის თავმჯდომარესთან კომისიის მოწვევის საკითხის განხილვა, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე განმცხადებლის ინფორმირება ზეპირად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ან წერილობითი ფორმით, სამმართველოს უფროსის ხელმოწერით; ე) განმცხადებლის/მოსარგებლის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიაზე შემოსული დოკუმენტაციის ან მათი ასლების გაცემის უზრუნველყოფა შესაბამისი განცხადების საფუძველზე, სამმართველოს უფროსის ხელმოწერით; ვ) ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება. 5. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს: ა) კომისიის სხდომის წევრების გაფრთხილებას სხდომის ჩატარების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ; ბ) კომისიის სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარებას; გ) კომისიის წევრებისათვის სხდომაზე განსახილველი საკითხების სპეციფიკის გაცნობას, მათ შორის წარმოდგენილი ინფორმაციის N331 დადგენილებით გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შესაბამისობის/შეუსაბამობის შესახებ, საორგანიზაციო სამმართველოს კომისიის წევრ თანამშრომლებთან ერთად; დ) კომისიის შესაბამისი ოქმის ამონაწერის გაკეთებას, კომისიის მიერ დაფინანსებული მოსარგებლის სახელის, გვარის, პირადი ნომრის, დაფინანსების ადგილისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ; ე) სააგენტოსათვის კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერის მიწოდებას (რომელიც დასტურდება კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერით), მხოლოდ მატერიალური ფორმით, რის საფუძველზეც ხორციელდება დაფინანსება; ვ) კომისიის გადაწყვეტილებების აღრიცხვას, შენახვასა და დაცვას დადგენილი წესის შესაბამისად. 6. დამტკიცდეს: ა) მედიკამენტების ხარჯვის ფორმა და მიმოქცევის წესი (დანართი N1); ბ) კომისიის მუშაობის ზოგადი საქმიანობის პრინციპები, შეზღუდვები, პრიორიტეტები, დაფინანსების მომსახურების მოცულობა და დაფინანსების მექანიზმები (დანართი N2); გ) ,,რეფერალური მომსახურების ფარგლებში“ შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად განაცხადის სარეგისტრაციო ფორმა (დანართი N3); დ) სამინისტროს ექსპერტის დასკვნის ფორმები: დ.ა) რეკომენდირებული კვლევის თაობაზე (დანართი N4); დ.ბ) რეკომენდირებული მედიკამენტის თაობაზე (დანართი N5); დ.გ) საზღვარგარეთ პაციენტის მკურნალობის აუცილებლობის შესახებ (დანართი N6). 7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით კომისიის შემადგენლობის, მისი საქმიანობის პრინციპების, მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მექანიზმისა და ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 ივლისის N01-4/ო ბრძანება. 8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი დავით სერგეენკო |