From : Tamar Zurashvili <tzurashvili@hotmail.com>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : Assistance within SoS Project
Received On : 21.02.2020 09:52

ქალბატონო ქეთი, გუშინ მოგწერეთ მეორე მეილიდან და არ ვარ დარწმუნებული თუ მიიღეთ, ამიტომ ამ მეილიდანაც გწერთ:



მინდა თხოვნით მოგმართოთ, როგორც ჩვენი რეგიონული გრანტის ფარგლებში საბიუჯეტო ადვოკატირების კონსულტანტს. 25-26 თებერვალს, კიევში გვაქვს წლიური შეხვედრა, მთხოვეს ერთ-ერთ პანელურ დუსკუსიაში მონაწილეობის მიღება და რამოდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა თქვენთან:

  1. როგორც იცით, 2020 წელს დაგეგმილია 370 000 ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზიანის შემცირების სერვისების დასაფინანსებლად. ხომ ვერ დამიზუსტებთ, ბიუჯეტის რომელ მუხლშია ეს თანხა გათვალისწინებული?
  2. თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, სამინისტრიოებს აქვთ შესაძლებლობა გრანტის გაცემის (მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზეც) და სფეროები რაშიც შესაძლებელია გრანტის გაცემა, განისაზღვრება პრემიერ მინისტრის ბრძანებით. თუ ეს ინფორმაცია სწორია, ხომ არ იცით ჯანდაცვაში რა სფეროებშია გრანტის გაცემის პრაქტიკა? ან სად შეიძლება ამის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება?

წინასწარ დიდი მადლობა,

P.S. თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, შაბათს ვაპირებ პანელის ტექტზე მუშაობას და თუ რამე შეკითხვა მექნა დამატებით, დაგირეკავთ.

საუკეთესო სურვილებით,

თაკო