From : nfmtc <nfmtc@nilc.org.ge>
To : info@moh.gov.ge
Subject : Activities on diabetes and CVD
Cc : Nana Kalmakhelidze <nkalmakhelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Received On : 17.06.2020 12:18
Attachments :

საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ გივი ჯავაშვილს

ბატონო გივი,

მოგეხსენებათ, არაგადამდები დაავადებებით ავადობის ტვირთი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად პრიორიტეტულობისა, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ვალიდურ მონაცემთა მოპოვება არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შესახებ, კვლავ პრობლემას წარმოადგენს.

პირველადი ჯანდაცვის სისტემის დონეზე დიაბეტისა და ჰიპერტენზიის მართვის გაძლიერებისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს მიერ შემუშავდა მონაცემთა შეკრებისა და ანალიზის ინსტრუმენტი, რომლის პილოტირებაც/ტესტირებაც უკვე მიმდინარეობს ევროპის 10-ზე მეტ ქვეყანაში.

ინსტრუმენტის პილოტირება გულისხმობს:

1)      პირველადი ჯანდაცვის  ექსპერტთა ტრენინგს ინსტრუმენტის გაცნობის მიზნით;

2)      გადამზადებული ექსპერტების მიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ბაზაზე,  ავადმყოფობის ისტორიების რეტროსპექტულ ანალიზს თანდართული კითხვარის შესაბამისად (დაცული იქნება ინფორმაციის კონფიდენციალობა და პაციენტის პირადი მონაცემები არ იქნება გამოყენებული).

3)      შევსებული კითხვარების მიხედვით მონაცემეთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შედეგების გადაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროში.

ჯანმოს მხრიდან პროექტის კოორდინატორია ხუან ტელო, ჯანდაცვის ექსპერტი. საქართველოს მხარეს წარმოადგენს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი.

დანართის სახით წარმოგიდგენთ აღნიშნულ ინსტრუმენტს.

გთხოვთ, მოგვცეთ ბიეთიკის საბჭოს თანხმობა კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით.

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,

ირინე ქაროსანიძე

გენერალური დირექტორი

კომპანიასაოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი

()იპსაქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირისპრეზიდენტი