From : Nino Agdgomelashvili <ninoagd@gmail.com>
To : Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject : 9 ოქტომბრის ღონისძიების პროგრამა
Received On : 01.10.2020 12:29
Attachments :

პროგრამა, გთოვთ, იხილოთ თანდართულ ფაილში.

On Thu, Oct 1, 2020 at 4:27 PM Nino Agdgomelashvili <ninoagd@gmail.com> wrote:
ქალბატონო ქეთევან,

მოგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს ყოველწლიურად აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. წლევანდელი წელი ეძღვნება ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის გაზრდას, რაც საქართველოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება და ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აწყობს ღონისძიებას, რომელზეც წარადგენს 2020 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში სტაციონარგარეთა სერვისების - სათემო ფსიქიატრიული ამბულატორიების და მობილური გუნდების მონიტორინგის შედეგებს.

გიწვევთ აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად 
9 ოქტომბერს, 10:30 - 14:00, სასტუმრო "რუმსში", მისამართზე: მერაბ კოსტავას ქ. 14. 

ღონისძიება ჩატარდება ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად - მცირერიცხოვანი დამსწრეებით და დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით.

გთხოვთ, გვაცნობოთ, დასწრების შესაძლებლობის თაობაზე.

პატივისცემით,
ნინო აღდგომელაშვილი
ღონისზიების კოორდინატორი