| From : | National Center for Disease Control and Public Health <ncdc@ncdc.ge> |
| To : | mdarakhvelidze@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; khchachava@moh.gov.ge; eadamia@moh.gov.ge; nnogaideli@moh.gov.ge |
| Subject : | 31 მაისი - "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" დღე |
| Cc : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Nana Kavtaradze <n.kavtaradze@ncdc.ge> |
| Received On : | 29.05.2019 10:49 |
| Attachments : |
კოლეგებო,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით, პატივი გვაქვს მოგიწვიოთ 31 მაისის
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
წელს „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღის თემაა
„თამბაქო და ფილტვის დაავადებები“
შეხვედრაზე მიმოვიხილავთ თამბაქოს კონტროლის მდგომარეობას 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე, განვიხილავთ თამბაქოსთვის თავის დანებების ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიასა და მოწევის შეწყვეტის ხელშეწყობის სახელმძღვანელოს, მოწევის შეწყვეტის ხელშეწყობის ინიციატივებს, თამბაქოს კონტროლის 2019 – 2023 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებს.
შეხვედრაზე მოხდება 112-ის მობილურ აპლიკაციაში დამატებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაცია.
ღონისძიება ტარდება პარასკევს, 31 მაისს, 11:00 საათზე სასტუმრო სტამბაში, დარბაზში „Event Room“ (მ. კოსტავას ქუჩა 14).
მოწვეულნი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოხარულნი ვიქნებით თუ გამონახავთ დროს და დაესწრებით აღნიშნულ ღონისძიებას,
პატივისცემით,
ამირან გამყრელიძე
გენერალური დირექტორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N99
ტელ.: 116 001
www.ncdc.ge