მოგესალმებით.
გაცნობებთ, რომ დავასრულეთ
პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ელექტრონული მართვის სისტემის (PDCems)
ბიზნეს პროცესების აღწერა და გადავდივართ უშუალოდ დეველოპმენტის საფეხურზე. გადაწყდა, რომ დეველოპმენტი, სისტემის მოცულობიდან გამომდინარე რამდენიმე ფაზად იქნება წარმართული.
დამატებით, ამ დროისთვის გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომლის თქვენთან, როგორც სისტემის მომხმარებლებთან, გავლა და თქვენი რეკომენდაციების მოსმენა არის მნიშვნელოვანი, რომ სისტემა იყოს მაქსიმალურად მომხმარებელზე
ორიენტირებული. შესაბამისად, 29 ივლისს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე გაიმართება სამუშაო შეხვედრა
ელექტრონულ ფორმატში (სავარაუდოდ 3 საათის განმავლობაში). შეხვედრაზე, ასევე გავაკეთებთ სისტემის პრეზენტაციას საბოლოო ბიზნეს ანალიზის დოკუმენტების შესაბამისად.
გთხოვთ, 28 ივლისის ჩათვლით, წარმოგვიდგინოთ თქვენი უწყებიდან/სტრუქტურული ერთეულიდან თანამშრომლების კანდიდატურა ვინც შეძლებს აქტიურად ჩაერთოს შეხვედრაში შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე
ntsutskiridze@gov.ge.
რაოდენობა, რა თქმა უნდა, არ არის შეზღუდული. შეხვედრის ბმულს წარმოდგენილ თანამშრომლებს მოგვიანებით გავუზიარებთ.
პატივისცემით,
|
Giorgi Bobghiashvili Policy Planning and Coordination Department M: +995 598423100 T: +995 322 2990900, 2014 |
|