| From : | Gecommission <gecommission@gov.ge> |
| To : | kgoginashvili@moh.gov.ge; krazmadze@moh.gov.ge |
| Subject : | 1325 სამთავრობო სამოქმედო გეგმის ანგარიში |
| Received On : | 16.04.2019 10:19 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს სამთავრობო სამოქმედო გეგმების 2018 წლის ანგარიშის მომზადება, რის შემდეგაც ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გიზიარებთ " ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის" 2018 წლის გაერთიანებულ ანგარიშს, სადაც არ გვაქვს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან.
გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, მოგვაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი საქმიანობების შესრულების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან გვაცნობოთ სამინისტროს პოზიცია.
დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისია